საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საიუბილეო სხდომა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

 

   310039044 841383659 n      2022 წლის 01 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლისთავს.

            შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე და აკადემიის წევრები, მოწვეული სტუმრები და ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელები.

            შეხვედრა გახსნა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერების განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. ჯ. გუგუშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის წარსულზე დაარსების დღიდან დღემდე, უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე, მის წარმატებებზე მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ, აგრეთვე ისაუბრა იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რომელიც სათავეს დაუდებს უნივერსიტეტის აღდგენას, განვითარებას და წარმატებულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას

(აკად. ჯ. გუგუშვილის შესავალი სიტყვა და მოხსენება იხილეთ ბმულზე). 309719496 395998666065883 6482846900894883 n

            აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ მეცხოველეობისა და ვეტერინარიის დარგის განვითარებისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა ღვაწლმოსილი მეცნიერები და პედაგოგები - პროფესორები ლამარა ჯიქია, როზა ნოზაძე, ზაირა ქაფიაშვილი, დოდო ჯიქიძე, ჯემალ ნაჭყებია, მერაბ ნათიძე, გოგი მაძღარაშვილი, რეზო რუსიეშვილი, როლანდ მიტიჩაშვილი, თემურ პაიკიძე. 

         საიუბილეო შეხვედრაზე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, პროფ. მერაბ ნათიძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფ. ლევან უჯმაჯურიძე, პროფ. როლანდ მიტიჩაშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

           309623317 1136422503747342 8430419698228627 n

საიბილეო სხდომის დამთავრების შემდეგ საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის ყოფილმა თანამშრომელებმა მოაწყვეს ექსკურსია კრწანისში და დიდი გულისტკივილით მოინახულეს ყოფილი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეისათვის სავალალო მდგომარეობაშია და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს პარლამენტი, მთავრობა, გაითვალისწინებს მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადოების ფართო ფენის წარმომადგენელთა მოთხოვნებს და მიიღებს საქართველოსათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, აღადგენს ქართული მეცხოველეობის და ვეტერინარიის დიდ ტაძარს, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო - კვლევით უნივერსიტეტს. 

    310067

პრეზიდიუმი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

  პრეზიდიუმის სხდომა

                      

 309234880 483064667171304 7458871283554796139 n    2022 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურტნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:          

1.   ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (UEAA) საქმიანობის შესახებ.

მომხსენებელი:ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (UEAAდასაქართველოსსოფლისმეურნეობისმეცნიერებათააკადემიისპრეზიდენტიაკადემიკოსიგურამალექსიძე (აკად. გ. ალექსიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2. საქართველოს მეჩაიეობის, მეციტრუსეობის და სუბტროპიკული კულტურების სექტორის განვითარების 2021-2025 .. და 2030 წლამდე პერიოდისთვის მეცნიერული უზრუნველყოფის მიზნობრივი სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამა (კონცეფცია).

მომხსენებელიაკადემიკოსითემურ რევიშვილი (აკად. თ. რევიშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

3. მიმდინარე საკითხები.

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

308349259 656161742430206 4759464267889378984 n 1  2022 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა აკადემიის აგროინოვაციების კომისიის სხდომა # 29, რომელზეც მოხსენებით: თანამედროვე მიდგომები კვების ფიზიოლოგიაში, პრობლემები და გამოწვევები“ წარსდგა ტექნიკის დოქტორი, აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინა კაციტაძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში შეიცვალა ცნობიერება კვების ფიზიოლოგიის საკითხებთან მიმართებაში, რაც განაპირობა არაგადამდები დაავადებებით (აგდ) გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა. კვებასთან ასოცირებული დაავადებები შრომისუუნარობის, ავადობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.

შესაბამისად,   საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (WHO, FAO) გაცემულია რეკომენდაციები, მითითებები: მნიშვნელოვანია კვების რაციონში ხილის და ბოსტნეულის წილის გაზრდა, თავისუფალი შაქრების მოხმარების შეზღუდვა და სხვ.

საქართველოში შემუშავებულია აგდ პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2022-2026 წლებისთვის, რომელიც, ერთის მხრივ, ევროასოცირების ვალდებულებების გამოძახილია, მოიცავს აგდ პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებას, მეორეს მხრივ, ეფუძნება აგდ პრევენციისა და კონტროლის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე უმაღლესი დონის შეხვედრის დეკლარაციას (2018) - „მოქმედების დროა: დავაჩქაროთ ჩვენი რეაგირება აგდ-ის მიმართ, თანამედროვე და მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის”. ამ პრობლემების გადაწყვეტა პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მისი ეფექტიანობის ამაღლებსთან, კონკურენტუნარიანი და უვნებელი ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებასთან, რასაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია ითვალისწინებს.

დოქტ. ე. კაციტაძემ წარმოადგინა მის მიერ განხორციელებული სამეცნიერო კვლევები, რომლებიც შემხებლობაშია ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან - თანამედროვე მოთხოვნების, ბუნებრივად ჯანსაღი, ფუნქციური და პროფილაქტიკური დანიშნულების გადამუშავებული პროდუქტების, მათ შორის სასმელების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება.

   უნდა აღინიშნოს, რომ კვების ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი და საშუალო მეწარმეების უმრავლესობა არ ფლობს საკმარის ინფორმაციას თანამედროვე მიმართულების სასურსათო პროდუქტებზე, ზემოთ აღნიშნულ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში არ აქვთ მომავლის ხედვა და შემოიფარგლებიან მოკლევადიანი ეფექტით. საჭიროა მათი ცოდნის/ინფორმირებულობის ამაღლება; სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების უზრუნველყოფა ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, კოოპერაციაზე, მწარმოებელთა ხელშეწყობაზე ფოკუსირების გზით; მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება დაუბალანსებელი, არაჯანსაღი კვების და აგდ-ს გავრცელების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე; საკანონმდებლო კუთხით გარკვეული რეგულაციების შემოღება.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობნენ აკადემიკოსები ნუგზარ ბაღათურია, ელგუჯა შაფაქიძე და ალექსანდრე დიდებულიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები - მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, პროფესორები ომარ თედორაძე, სამეცნიერო ცენტრის მთავარი სპეციალისტი დოქტორი ერნა კალანდია, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი მედეა ბურჯანაძე,   დოქტორი ზურაბ ლოლაძე („აგროქართლი“), ინჟინერ-ტექნოლოგი ცინული ნაცვლიშვილი („აგროჰაბი“), რომლებმაც დადებითად შეაფასეს ჩატარებული კვლევა და ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალურობას.

სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება

2022 წლის 28 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა

განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.         გარეული და სასოფლო-სამეურნეო ფრინველის კვერცხის შემადგენლობის და სასარგებლო თვისებების შესახებ.

მომხსენებელი: დოქტორი მარინე ბარვენაშვილი,

(დოქტ. მ. ბარვენაშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2. მიმდინარე საკითხები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

   აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა

 

       2022 წლის 27 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

   აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:  

 

1. მომთაბარე მეცხვარეობის ელექტრიფიკაციისთვის იკროქსელის გამოყენების შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ჯავახიშვილი

(პროფ. გ. ჯავახიშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2.   მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

ca  2022 წლის 20 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი) სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.  საქართველოს კანონის “სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ” პროექტის განხილვა.

მომხსენებლები: 1.1. სახალხო მოძრაობა “საქართველოს აგრარული აღორძინებისათვის” თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან ქურიძე.

 

1.2. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი;

2.         მიმდინარე საკითხები. 

            სამეცნიერო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები - აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე, აკადემიკოსები ჯ. გუგუშვილი, 

ე. შაფაქიძე, ა. დიდებულიძე, გ. მარგველაშვილი, ზ. ჩანქსელიანი, ნ. ჩხარტიშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები აკადემიკოსები რ. გახოკიძე და მ. ჯიბუტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი დოქტ. ო. კაჭარავა, სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან - პროფ. მ. დოლიძე და პროფ. თ. ჯალიაშვილი, სახალხო მოძრაობა “საქართველოს აგრარული აღორძინებისათვის” თავმჯდომარე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან ქურიძე დასახალხო მოძრაობის წევრები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები.  er

            სამეცნიერო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა აკად. ჯ. გუგუშვილი, მან საბჭოს სხდომას წარუდგინა სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე მურმან ქურიძე, რომელმაც ისაუბრა წარმოდგენილი კანონპროექტის,  სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. აღნიშნა-დღესდღეობით, საქართველოსათვის ტრადიციულად აგრარული ქვეყნისათვის, სადაც სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემური კრიზისია, პირველი რიგის ამოცანაა მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, რაც სადაო არ არის. მან დიდ მადლიერება და პატივისცემა გამოხატა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიმართ, რომელიც იხილავს კანონპროექტს “სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ” და რომელიც მას პირადად მიაჩნია მეტად დროულ და მნიშვნელოვან ღონისძიებად.

            სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას “სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ” კანონპროექტი გააცნო ავტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა, აკადემიკოსმა მიხეილ ჯიბუტმა.

           erti კანონპროექტის ძირითადი შინაარსის მოსმენის შემდეგ მის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, აკადემიკოსებმა გ. ალექსიძემ, ა. დიდებულიძე, ზ. ჩაქსელიანმა, გ. მარგველაშვილმა, ე. შაფაქიძემ, ჯ. გუგუშვილმა.

          დამსწრე საზოგადოებიდან საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს დოქტ. ო. კაჭარავამ, პროფ. თ. ჯალიაშვილმა და სახალხო მოძრაობა “საქართველოს აგრარული აღორძინებისათვის” გამგეობის წევრებმა: ეკონომიკის დოქტორმა გ. ცოფურაშვილმა, დოქტ. დ. გალეგაშვილმა, გ. გოდერძიშვილმა, რეფორმატორთა კავშირის თავჯდომარემ დოქტ. ა. საკანდელიძემ, მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლებმა დოქტ. ვ. ჟვანიამ და დოქტ. ჯ. ბოლგაშვილმა და სხვა.

     სამენიერო საბჭოს სხდომის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი კანონპროეტი, აღნიშნეს, რომ იგი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და აღმავლობისათვის, უსურვეს ავტორს ყველა იმ შენიშვნის გაზიარება, რომელიც გამოითქვა კანონპროექტის განხილვის დროს და მიზანშეწონილად ჩათვალეს მისი განხილვა შემდგომ ეტაპებსა და საკანონმდებლო ორგანოებში.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

2022 წლის20 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიული მეცნიერების განყოფილების (აგრონომიული მეცნიერების განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკად. გოგოლა მარგველაშვილი) სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:     

1.სუბტროპიკულ ზონაში რთული სასუქების გამოცდების შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ვალერიან ცანავა (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

 

ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღე აკადემიაში

        2022 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა.

სხდომის დღის წესრიგი:

თემა „მერქნიანი მცენარეების ინვაზიის პრობლემა საქართველოს ჭალის ტყის ჰაბიტატებში“.   

მომხსენებლები:   გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე (მოხსენება იხ. ბმულზე

და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი;   307876115 430987422470240 3984258769244910597 n

         სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და მოწვეული სტუმრები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტიდან.

            სხდომა გახსნა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სწავლულმა მდივანმა აკად. ლაშა დოლიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღე იმართება ყოველწლიურად სხვადასხვა თარიღზე, მაგრამ ეს ყოველთვის ღინიშნება სექტემბრის მესამე კვირა, 2022 წელს ტყის მუშაკთა დღე ღინიშნება 18 სექტემბერს..

ეს დღესასწაული საკმაოდ ახალგაზრდაა და მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია აღინიშნება. გასული საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე გაჩნდა და ემთხვევატყის კანონმდებლობისმიღებას. ხალხი მას ჩვეულებრივმეტყევის დღესუწოდებს - ეს მთლად ასე არ არის, რადგან ტყესთან მხოლოდ მეტყევეები არ ზრუნავენ და მუშაობენ, არამედ ჩართული არიან ეკოლოგები, ბოტანიკოსები, დენდროლოგები და სხვა.

დღესასწაულის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი არის პატივი მივაგოთ ტყის მუშაკება, რომლებიც იცავენ, უვლიან და ზრდან ჩვენს ბუნებრივ სიმდიდრეს.

მეორე მიზეზი არის სახელმწიფოს სურვილი სატყეო საქმის“ პროფესიების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების მოტივაცია, ისწავლონ და იმუშაონ ამ სფეროში.

ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ხანძარი ჩნდება მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო მეტი ხე იჭრება უკანონოდ და დაუფიქრებლად. მეტყევე - ამჟამად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროფესიაა. მათი საქმიანობა ხელს უწყობს ტყეების აღდგენას ხანძრისა და ჭრის შემდეგ, მათი ცოდნა ეხმარება არა დაუფიქრებლად გაანადგუროს ნარგავები, არამედ მოჭრას მხოლოდ ის ხეები, რომლებიც ძალიან დაბერდა ან საფრთხეს უქმნის გარემოს უსაფრთხოებას. მათი გამოცდილება გვთავაზობს, რომელი ხეები უნდა მოიხსენებოდეს საუკეთესოდ, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ სხვა ნარგაობამ და რომელ ხეებს როგორ უნდა მოექცნენ.

ამ დღისთვის პრაქტიკულად არ არსებობს სპეციალური ტრადიციები. საწარმოების თანამშრომლებს შორის ჩვეულებრივია სერთიფიკატებისა და დიპლომების გაცემა. არის ადგილობრივი დღესასწაულები, სადაც თითოეული ორგანიზაცია წყვეტს რა და როგორ გააკეთოს. ამ დღეს ჩვეულებრივად იმართება სხვადასხვა შეჯიბრებები, მაგალითად, ხანძარსაწინააღმდეგო, ორიენტირება, დენდროლოგია და გარემოსდაცვითი შეჯიბრებები. სემინარების ორგანიზება.

ტელევიზიით საუბრობენ ინდუსტრიის პრობლემებსა და მიღწევებზე, ეკოლოგიის მნიშვნელობაზე და ბუნების პატივისცემაზე.

ამ დღეს უადგილო არ იქნება, ცოტა მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გარშემო არსებულ ეკოლოგიასა და ფლორას. თუ ძნელია ამის გაკეთება ქვეყნის ან ქალაქის მასშტაბით, მაშინ ოჯახის, ორგანიზაციის ან მეგობრების წრეში შესაძლებელია მოეწყოს ღონისძიებები მწვანე ტერიტორიების დასუფთავების ან დარგვისთვის. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ ხეების დარგვა - ჩვენ უნდა ვზრუნავდე მათზე!

მნიშვნელოვანია ხეების შესახებ ცოდნის მუდმივი გადაცემა და გაუმჯობესება, მათი დაცვა, დარგვა და გაშენება, რათა საბოლოოდ გარემო გადაიქცეს ლამაზ კორომად.

ტყეები ჩვენი პლანეტის ფილტვებია, მაგრამ რაც მთავარია, ისინი ჩვენი ფილტვებიც არიან.

აკადემიის სტიპენდიატების გ. ქავთარაძისა და ზ. ტიგინაშვილის მოხსენებების მოსმენის შემდეგ საინტერესო გამოსვლები ჰქონდათ დოქტორებს მედეა ბურჯანაძეს, ნანა გოგინაშვილს და გიული წერეთელს, აკად. ლაშა დოლიძეს, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს აკად. ე. შაფაქიძეს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების    სხდომა

2022 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის

მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. ფიჭვის ღეროს მავნებლებისა და დაავადებების მონიტორინგის შესახებ.

მომხსენებელი: ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი ( მოხსენება იხილეთ ბმულზე )

2. მიმდინარე საკითხები.

მრგვალი მაგიდა სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის საკითხებზე

 

307172746 385606443778466 3357582879795450716 n  2022 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი) ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში 2021 წელს და მიმდინარე პერიოდის ექვსი თვის აქტივობები: სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები, რისკების მართვის ასპექტები, რისკის შეფასების ინიცირების პროცედურები, სტანდარტული ოპერაციების პროცედურები“ და სხვა.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიკოს მდივანმა და აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, აკადემიკოსებმა ალექსანდრე დიდებულიძემ თენგიზ ყურაშვილმა და ედიშერ კვესიტაძემ, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების წევრებმა.  unnamed 3 1მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან - მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, სამინიტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელები და სპეციალისტები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები.

მრგვალი მაგიდის გახსნის დროს აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა აკადემიასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის დიდი ხანია უკვე არსებობს - აქეთ არის აკადემიური ცოდნა, ხოლო სააგენტოში არის პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, საკანონმდებლო საქმიანობა, წესები, ინსპექტირება, მონიტორინგი და რაც მთავარია პრაქტიკულად ხორციელდება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა. 

მრგვალი მაგიდის საკითხეზე ძირითადი მოხსენება გააკეთა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ, ხოლო თანამომხსენებლები ბრძანდებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ვასილ კვერნაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს არაცხოველური წარმოშობის სურსათისა და სასმელების სამმართველოს უფროსი მარიამ გორდაძე.

აღსანიშნავია ბატონ ვასილ ბასილაძის მიერ მრავალ კომპონენტიანი სახელმწიფო კონტროლისა და რისკების მართვის სისტემურ პრინციებზე დაფუძნებული აქტივობების და ადამიანების და ცხოველთა ჯანმრთელის დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის წარმოჩენა. მომხსენებელს მხარი აუბეს თანამომხსენებლბმა ,რომლებმაც ისაუბრეს, თანამედროვე სტანდარტული ოპერაციების პროცედურების მექანიზმებზე და პრიორიტეტული საფრთხეების დადგენის მეცნიერულ ასპექტებზე.

unnamed 1 1მომხსენებლებმა კვალიფიციურად უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

მოხსენებულ საკითხების ირგვლივ გაიმართ საინტერესო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიის წევრებმა, ისე მოწვეულმა მეცნიერებმა და დარგის სპეციალისტებმა. მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილულ საკითხებზე 

საინტერესო შეფასებები გააკეთეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნმა, აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა.

 
unnamed 2

აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე - 60

    2022 წლის 8 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძეს დაბადებიდან 60  და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან  35 წლისთავი შეუსრულდა.
    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ედიშერს ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ   სიცოცხლეს და ნაყოფიერ სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

300758188 1171557950091678 7947896069476444778 n 1

აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - 80

  300089053 1405764349891991 4507715588567777932 n  2022 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, აკადემიის აკადემიკოს მდივანს, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს,  ბატონ ელგუჯა შაფაქიძეს დაბადებიდან 80  და სამეცნიერო, პედაგოგიური და

საზოგადოებრივი მოღვაწეობის  55 წლისთავი შეუსრულდა.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და აკადემიის მთელი

 შემადგენლობა ულოცავს ბატონ ელგუჯას ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ  სიცოცხლეს და ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

ბუნების დაცვის მსოფლიო დღე

       295849018 543085244169660 5647833285826452317 n  მიმდინარე წლის 28 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ბუნების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა: „მარიამჯვრის დაცული ტერიტორია და მისი როლი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საქმეში.“ სხდომას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნატო კობახიძე, არჩილ სუპატაშვილი, ნანი გოგინაშვილი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე.
         თემატური სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მისალმების და დამსწრე საზოგადოებისათვის ბუნების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადასცა აკადემიის სტიპენდიატს, მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორს, ს/მ დოქტორს ზვიად ტიგინაშვილს, რომელმაც ფართო მოხსენება გააკეთა წარმოდგენილი თემის ირგვლივ. აღინიშნა, რომ საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორია ჯერ კიდევ XII საუკუნიდან დაიწყო. მთიან რეგიონებში უძველესი დროიდან არსებობდა ე. წ. ,,ხატის ტყეები“, თუმცა დაცული ტერიტორიების ოფიციალურად დაარსებას მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. ამჟამად საქართველოში დაცულ ტერიტორიებს, რომელთა საერთო ფართობი - 798 287 ჰა-ს შეადგენს, ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 11,45% უკავია. მათ შორისაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 24 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიები იმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტერიტორიული ადმინისტრაციების (21) მიერ. მას იცავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და დაცვის სამსახური (დაცვის უფროსი, უფროსი რეინჯერი, რეინჯერები). მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და 4 მათგანი: კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი (კინტრიშთან ერთად), ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ისპანი) და კოლხეთის ეროვნული პარკი (გრიგოლეთი, იმნათი, ფიჩორა, ნაბადა, ჭურია) პირველად საქართველოს ისტორიაში UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. რაც შეეხება მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალს, იგი გადაჭიმულია 1022,5 ჰა-ზე, მოიცავს ყორუღის აღკვეთილს - 1716 ჰა, იორის აღკვეთილს - 2126,8 ჰა, ცივ-გომბორის აღკვეთილს - 4935,8 ჰა და ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური სარტყელიანობა, კერძოდ: 1) ზედა სარტყელი განისაზღვრება 1500-1800 მეტრით ზღვის დონიდან, სადაც ძირითადად გავრცელებულია წიფლნარები, კლდოვან ჩამონაშალ ადგილებში კი ფიჭვნარები; 2) ტყის შუა სარტყელი განისაზღვრება 1000-1500 მეტრი სიმაღლით ზღვის დონიდან. ამ სარტყელში გავრცელებულია მუხნარ-რცხილნარი და ფიჭვნარი კორომები; 3) ტყის ქვედა სარტყელი განისაზღვრება ზღვის დონიდან 800-1000 მეტრამდე სიმაღლით. ეს სარტყელი წარმოდგენილია მუხნარ-რცხილნარი, ჯაგრცხილნარი და ფიჭვნარი კორომებით; 4) ნახევრად უდაბნოს სარტყელი, განისაზღვრება ზღვის დონიდან 300 – 500 მ -ზე.296840878 1428478624290710 2243000729136108254 n
          მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა 1935 წელს. მის დაარსებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით: სოლომონ ქურდიანს, ვასილ გულისაშვილს და ნიკო კეცხოველს. ნაკრძალის შექმნის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის რელიქტის - კავკასიური (სოსნოვსკის) ფიჭვის, იშვიათ ფორმათა წარმოქმნის კერის დაცვა-შენახვა, ასევე უნიკალური ჭალის ტყეების და ტუგაის ტიპის ტყეების ფლორისა და ფაუნის დაცვა, მოვლა და აღწარმოება (ყორუღისა და იორის აღკვეთილები). მართლაც, ბიომრავაფეროვნებით გამორჩეულ მარიამჯვრის ნაკრძალში გვხვდება ისეთი უნიკალური ხე-მცენარეები, როგორიცაა; ჭალის მუხა, უთხოვარი, სარსაღაჯი, ცხოველებს შორისაა: ევროპული შველი, მგელი, ტყის კატა, ტყის კვერნა, ჩვეულებრივი მელა, მაჩვი, მურა დათვი, ფრინველთა სამყაროდან აქ გვხვდება: კოლხური ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ბექობის არწივი, დიდი ჭრელი კოდალა, გვრიტი და სხვა.
          ყოველივე ზემოთ თქმულმა დამსწრე საზოგადოების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. წარმოდგენილი თემის ირგვლივ დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი და კვალიფიცირებული პასუხები გასცა.
თემატური სხდომის მუშობა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აღნიშნა, რომ ზოგადად დაცული ტერიტორიების თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია და მისასალმებელია, როდესაც განყოფილების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ამ ტიპის მოხსენებები კეთდება.

სამეცნიერო საბჭოს სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

         01  2022 წლის 20 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის     სამეცნიერო საბჭოს სხდომა.      

 სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვანი მეცნიერ- თანამშრომელი  სოფ.მეურნ.დოქტორი ნარგიზ ბარამიძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის  უფროსი,   აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

 

 

მოხსენების თემა: “მეაბრეშუმეობის დარგის დღევანდელი მდგომარეობა და მისი სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“. 

 

04

(სამეცნიერო საბჭოს მიმდინარეობა, გამომსვლელები და მიღებული დადგენილებები იხილეთ ბმულზე).

 

საპატიო ქუთაისელის წოდება

 

აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი - ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქე

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 29 აპრილის44.442211929 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს როლანდ კოპალიანს ქ. ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიენიჭა ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს აკადემიკოს როლანდ კოპალიანს საპატიო წოდებას და უსურვებს ჯანმრთელობას და მრავალ წარმატებას სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

(აკად. როლანდ კოპალიანის საპატიო ქუთაისელის დამადასტურებელი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება და საპატიო მოქალაქის დიპლომი იხილეთ    ბმულზე #1, #2 ). 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com