საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პირველი უკრაინულ – პოლონური სამეცნიერო ფორუმი „AGROBIOPERSPECTIVES“

 

    001 267 2021 წლის 29-30 სექტემბერს უკრაინის ქ. ლვოვში, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცხოველთა ბიოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა პირველი უკრაინულ – პოლონური სამეცნიერო ფორუმი „AGROBIOPERSPECTIVES“, რომლის მუშაობაში მონაწილება მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. პირველმა უკრაინულ -პოლონურმა ფორუმმა შეკრიბა 130 -ზე მეტი მეცნიერი ხუთი ქვეყნიდან - უკრაინიდან, პოლონეთიდან, კანადიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ 31 სამეცნიერო დაწესებულებას. 124 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული იქნა სამეცნიერო ჟურნალში Biology of Animals.001 274

    ფორუმი გახსნა იური სალიგამ - ცხოველთა ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ფორუმის ძირითადი მიზანი - სამეცნიერო კონტაქტების ხელშეწყობა მეცნიერებს შორის და დისკუსია მეცხოველეობაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე. კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოველთა პროდუქტიულობა, კვება და ბიოლოგია; ცხოველთა ჯანმრთელობა; ბიოტექნოლოგია მეცხოველეობაში; ცხოველების შერჩევა და მოშენება; გარემოს დაბინძურება მეცხოველეობის ნარჩენებით; მეცხოველეობის პროდუქციის ხარისხის, წარმოებისა და გადამუშავების უსაფრთხოების პრობლემები; ორგანული მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების თავისებურებანი, ასევე ინოვაციების განვითარება, რომლებიც აკმაყოფილებს სოციალურ საჭიროებებს.

     დოქტორი ა. გიორგაძე მიესალმა სამეცნიერო ფორუმის მონაწილეებს და პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა პრეზენტაცია “ინოვაციური ტექნოლოგია მწყერის კვერცხის ინკუბაციაში“.

     სამეცნიერო ფორუმის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: უკრაინის აგრარული მეცნიერებების ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სახელით, ზოოტექნიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ოსტაპ ჟუკორსკი, პოლონეთის რესპუბლიკის კონსული ტომაშ გრიზბკოვსკი; პოლონეთის რესპუბლიკის მეცნიერთა დელეგაცია - კრაკოვის უგო კოლონტაის სასოფლო -სამეურნეო უნივერსიტეტი; ზოოტექნიკის ინსტიტუტი, ბალიცე; ლუბლინის აგრარული უნივერსიტეტი; ასევე, ქ. ლვოვის მერის პირველი მოადგილე ანდრია მოსკალენკო, უკრაინის უმაღლესი რადას განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის წევრი, ქალბატონი ნატალია პიპა. ლვოვის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ვლადიმირ სნიტინსკი.001 100

          ფორუმის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაშიც პოლონელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. დასახული იქნა შემდგომი სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმები.

            ფორუმის ბოლოს მიღებული იქნა რეზოლუცია. გადაწყდა, რომ შემდეგი უკრაინულ-პოლონური ფორუმი ორი წლის შემდეგ გაიმართება პოლონეთის რესპუბლიკაში.

 001 269

    

უკრაინულ -პოლონურ ფორუმს მხარს უჭერდა და სპონსორობას უწევდა ქ. ლვოვის მერია.

ფორუმის გენერალური სპონსორი იყო კომპანია PJSC "Enzyme Company",

ასევე სპონსორები - შპს "სფერო სიმ", შპს "მირა" და სხვები. 001 111

აკადემიის წევრების საგამომცემლო საქმიანობა

 

244302024 194633812755653 1139185475583780480 n             აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ახალი მონოგრაფია

აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ ქართველ საზოგადოებას მიაწოდა მეტად მნიშვნელოვანი მონოგრაფია - „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში (საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები)“- სამეცნიერო რედაქტორი იური პაპასქუა - ეკონიმიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; რედაქტორ-გამომცემელი ზაურ ნაჭყებია - ჟურნალის „ბიზნესი და კანინმდებლობა“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პუბლიცისტი.

წარმოდგენილ ნაშრომში გაანალიზებულია ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის 30-წლიანი გამოცდილება, მიზეზ-ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზიგზაგისებური ხასიათი, კონტრასტული ნიშანთვისებები, საზოგადოებაში ინტერესების დაპირისპირების პროცესები, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული პრობლემები. შემოთავაზებულია სისტემური კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებისა და ეკონომიკის თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გადასვლისათვის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური რეკომენდაციები.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

subtropაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2021 წელს გამოიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიეებათა აკადემიის აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის 650 გვერდიანი წიგნი: „სუბტროპიკული კულტურები“ (ტირაჟი - 400 ცალი), რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა აგრარულ სფეროში მომუშავე ფერმერებს, სპეციალისტებს, მეცნიერებს, სტუდენტებს და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს. ავტორი მადლობას უხდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ გიორგი სურმანიძეს, წიგნის გამოცემაში მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისთვის.

ნაშრომში განხილულია 28 სა­ხელ­წო­დე­ბის კუ­­­­ტუ­რა, რომლის ამ­ოც­ან­აა სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის ბი­ოლ­ო­­­­­­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა ღრმა ცოდ­­­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სრუ­­­­ყო­მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის პროგ­რე­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, კონ­­­­­­­­­­რე­ტუ­ლი ნი­ად­აგ­ურ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­­­­წი­­ნე­ბით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მცე­ნა­რე­თა უხვი და მა­ღალ­­ხა­რის­­ხი­ანი მო­სავ­ლის მი­ღე­ბას.

კურსი მოიცავს ორ მთავარ ნაწილს, სადაც განხილულია სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ჩაი და ხე­ხი­ლოვ­ნე­ბი _ ციტ­რუ­სე­ბი, ხურ­მა, ფე­იჰ­ოა, კი­ვი, ლეღ­ვი, მუშ­მუ­ლა, ბრო­წე­­ლი, ზე­თის­ხი­ლი, უნ­­ბი, ავ­ოკ­­დო, აქ­ტი­ნი­დია, აზ­იმ­­ნა, წყა­ვი;

-   სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კაკ­ლოვ­ნე­ბი _ თხი­ლი, კა­კა­ლი, ფსტა, პე­კა­ნი, წაბლი;

-   სუბტროპიკული ტექნიკური და სამკურნალო მცენარეები - ევკა­ლიპ­ტი, კეთილშობილური დაფნა, ბამბუკი, ტუნგი, ევგე­ნოლის რე­ჰანი, ყაზანლიყის ვარდი, სტევია და სხვა.

 

16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე

oz     საერთაშორისო დღეების იდეა მდგომარეობს ფართო საზოგადოების საგანმანათლებლო საკითხების, პოლიტიკური ნებისა და რესურსების მობილიზებაში გლობალური პრობლემების გადასაჭრელად. გარდა ამისა იგი ემსახურება კაცობრიობის მიღწევების აღნიშვნასა და განმტკიცებას. გაერომ საერთაშორისო დღეების აღნიშვნა აღიქვა, როგორც მძლავრი ინსტრუმენტი ხალხის ცნობიერების და ინფორმირებულობის ასამაღლებად.      

ოზონი წარმოადგენს ჩვენი ატმოსფეროს ძალიან მცირე ნაწილს, მაგრამ მისი არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის კეთილდღეობისთვის. ოზონის უმეტესი ნაწილი განთავსებულია ატმოსფეროს მაღალ სფეროში, დედამიწის ზედაპირიდან 10-დან 40 კმ-მდე. ამ ტერიტორიას სტრატოსფეროს უწოდებენ და შეიცავს მთელი ატმოსფერული ოზონის დაახლოებით 90%-.

1985 წელს მსოფლიოს მთავრობებმა მიიღეს ვენის კონვენცია ოზონის შრის დაცვის შესახებ. აღნიშნული კონვენციის მონრეალის პროტოკოლის თანახმად, მთავრობებმა, მეცნიერებმა და მრეწველებმა ერთობლივად შეზღუდეს ოზონის დამშლელი ნივთიერებების 99 პროცენტის გამოყენება. შემდეგ მონრეალში შემუშავდა პროტოკოლი, რომლის მიზანია აღადგინოს ოზონის შრე და საუკუნის შუა პერიოდისთვის მიაღწიო 1980-იანი წლების მდგომარეობას. კიგალის შესწორების მხარდასაჭერად, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წელს, ჩატარდება სამუშაოები ჰიდროფტორნახშირბადის (HFC) და სათბურის გაზების გამომფრქვევის შესამცირებლად, რომლებიც ხელს უწყობენ დათბობას და ზიანს აყენებენ გარემოს.

წელს კაცობრიობა ზეიმობს ვენის კონვენციის და ოზონის შრის დაცვის 36-ე წლისთავს. დედამიწაზე ცხოვრება წარმოუდგენელია მზის სხივების გარეშე. მაგრამ მზის მიერ გამოყოფილი ენერგია ძალზე მომაკვდინებელი იქნებოდა დედამიწაზე მაცხოვრებლებისათვის, რომ არა ოზონის შრე. სტრატოსფეროს ეს ფენა დედამიწას იცავს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების უმეტესი ნაწილისგან. მზის ენერგია იძლევა სიცოცხლეს, მაგრამ ოზონის შრე გვინარჩუნებს ცხოვრების საშუალებას. როდესაც 1970-იანი წლების ბოლოს მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაცობრიობა ამ დამცავ ფარსჯიჯგნიდა“ მათ განგაში ატეხეს. „ხვრელები“ გაჩნდა ოზონის დამშლელი გაზებით (ODS), რომლებიც გამოიყენება აეროზოლებში და სამაცივრე სისტემებში, კონდიციონერებში. ეს ნივთიერებები საფრთხეს უქმნის არამარტო ოზონის ფენას, არამედ უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე. ისინი იწვევენ კანის კიბოს და კატარაქტას, ამავდროულად ზიანს აყენებენ მთელ ეკოსისტემას.

პანდემიის პერიოდმა ცხადყო, რომ კოლექტიური გადაწყვეტილებების დანერგვა და მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული მოქმედება გლობალური კრიზისების გადაჭრის ერთადერთი გზაა. გზავნილი ოზონის შრის დაცვის შესახებ ამ ეტაპზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. რეალობა გვკარნახობს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ ჰარმონიულად - ყველასთვის სასიკეთოდ. დღის დევიზი გვახსენებს, რომ ოზონს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ოზონის შრის დაცვა, რათა შევუნარჩუნოთ ის მომავალ თაობებს.

ოზონის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნის, დოქტორ რევაზ ლოლიშვილის სტატიას - 

„შეინარჩუნე ცა - დაიცავი თავი, დაიცავი ოზონის შრე“ (სტატია იხილეთ ბმულზე).

განყოფილებების და პრეზიდიუმის სხდომები

2021 წლის 19 ივლისიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით ტრეინინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო სამეცნიერო განყოფილებებისა და აკადემიის პრეზიდიუმის სხდომებზე  განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე ბმულების სახით.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის  შესაბამისად 

2021 წლის 29 სექტემბერს გათვალიწინებული იყო  აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

(გამოკითხვის წესით) შემდეგი დღის წესრიგით:

1.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებში ჩატარების თარიღების დამტკიცების შესახებ.

 

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;

 

აკადემიის პრეზიდიუმის წევრებთან შეთანხმებით (გამოკითხვის წესით) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ერთჯერადად გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების სხდომები ჩატარდება შემდეგ თარიღებში:

 

1.1.   მეცხოველეობის და ვეტერინარიის და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა - 2021 წ. 25 ოქტომბერს 12-00 საათზე;

1.2.     გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა - 2021 წ. 26 ოქტომბერს 12-00 საათზე;

1.3.     სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა - 2021 წ. 26 ოქტომბერს 14-00 საათზე;

2.   სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებების ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტების შესახებ.

       მომხსენებელი: აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

3.   ევროპის ახალი (2030) სატყეო სტრატეგია და გამოწვევები საქართველოს სატყეო სექტორისთვის.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე);.

4. მიმდინარე საკითხები.

 

 

 1.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2021 წლის 13 სექტემბერს გათვალიწინებული იყო მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. ბოცვრის გამოზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი,

სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

         

 2.   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2021 წლის 17 სექტემბერს გათვალისწინებული იყო გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.საქართველოს სუბალპურ ტყის ეკოსისტემაში დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობის, მათი თანამედროვე მდგომარეობისა და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე (მოხენება იხილეთ მბულზე)

2.       მიმდინარე საკითხები.

 

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2021 წლის 20 სექტემბერს გათვალიწინებული იყო აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

მომხსენბელი: აკადემიკოს ჯემალ კაციტაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

 

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2021 წლის 22 სექტემბერს გათვალიწინებული იყო ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ;

მომხსენებელი:  აკადემიკოსი  ნაპოლეონ ქარქაშაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2. მიმდინარე საკითხები.

 

5.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2021 წლის 24 სექტემბერს გათვალიწინებული იყო აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. მომხსენებელი: აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი (აკად. რ. კოპალიანის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2.   მიმდინარე საკითხები.

 

 6.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2021 წლის 28სექტემბერს გათვალიწინებული იყო სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის  სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების ინიცირების პროცედურების დოკუმენტის განხილვის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, USBA პროექტის ექსპერტი-კონსულტანტი,

ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე)

2. მიმდინარე საკითხები.

აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი - 85

 

           vaza  2021 წლის 29 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს ვაჟა კვალიაშვილს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავი შეუსრულდა.

აკად. ვაჟა კვალიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა უმცროს, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სკრის საცდელ სადგურში (1960-1970 წწ); 1971-1973 წლებში იყო გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე - მთავარი აგრონომი; 1973-1977 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე; 1980-1985 წლებში ბრძანდებოდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1983 წლიდან იყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2011-2012 წლებში ბრძანდებოდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ექსპერტი. 2013 წლიდან ბატონი ვაჟა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსია.

           ბატონ ვაჟას სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ვაზისა და ხეხილის სელექცია - გენეტიკა; ხეხილოვან მცენარეთა გენოფონდის კვლევა. სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 122 სამეცნიერო ნაშრომი, მ.შ. 1 წიგნი და 9 რეკომენდაცია, არის 3 პატენტის მფლობელი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმებისა და სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. დაჯილდოვებულია „შრომის წითელი დროშის“ ორდენით, „შრომითი მამაცობის“ მედლით და ნ. ვავილოვის სახელობის საიუბილეო მედლით.

აკად. ვაჟა კვალიაშვილი ბრძანდება ქ. გორის საპატიო მოქალაქე.

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი კოლექტივი გულითადად ულოცავს ბატონ ვაჟას ღირსშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას.

აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე - 85

 

    Makharoblidze2021 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის ნამდვილ წევრს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რევაზ მახარობლიძეს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო _ პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავი შეუსრულდა.

     დიდია ბატონი რეზოს დამსახურება საქართველოში აგროინჟინერიის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარების საქმეში. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 415 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 23 მონოგრაფია, 4 სახელმძღვანელო, 4 რეკომენდაცია, ბრძანდება 71 გამოგონების და 4 რეკომენდაციის ავტორი. დიდ ყურადღებას უთმობთ ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს, მისი ხელმძღვანელობით 44-მა ახალგაზრდამ დაიცვა სამეცნიერო ხარისხი, მათ შორის 9 სადოქტორო. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო კონგრესებსა და სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც მისი მოხსენებები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

აკადემიკოს რევაზ მახარობლიძის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდ არის დაფასებული - დაჯილდოვებულია სამკერდე ნიშნით “საბჭოთა კავშირის გამომგონებელი”, “ღირსების” ორდენით. ვერცხლის მედალით 2006 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდებისათვის. არის საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,

       ბატონი რეზო დღესაც წარმატებით მოღვაწეობს აგროინჟინერიის, კერძოდ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნოლოგიური პროცესებისა და ტექნიკური საშუალებების კვლევის და მათი წარმოებაში დანერგვისა და ახალგაზრდა საინჟინრო კადრების მომზადების მიმართულებით.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთლიანი შემადგენლობა გულითადად ულოცავს ღვაწლმოსილ მეცნიერს ღირსშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

2021 წლის 14 ივლისს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის მიერ შემუშავებული საინფორმაციო მასალები“ გამოვიდა ლაშა ავალიანი - პროექტის ტექნიკური დირექტორი.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია LandO’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამ ეტაპზე მუშაობს საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებისა და ვიდეო რგოლების შემუშავებაზე, რომლებიც განკუთვნილია მესაქონლე ფერმერებისთვის, რძისა და ხორცის გადამამუშავებლებისთვის, მომსახურების მიმწოდებლებისთვის,HoReCaსექტორისთვის და საბოლოო მომხმარებლებისთვის. მასალები შედგენილია რამდენიმე ფორმატში: სრულტანიანი სახელმძღვანელო/გზამკვლევი, სახელმძღვანელო/გზამკვლევის მოკლე ვერსია და ლიფლეტები. საინფორმაციო-სასწავლო მასალები ელექტრონული ვერსიები ატვირთულია აგრონავტის პლატფორმაზეBlog.agronavt.geდა ასევე ეტაპობრივად ხდება მათი ბეჭდვა და დისტრიბუცია სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სექტორული ასოციაციების, მომსახურების მიმწოდებლები და სხვ. მეშვეობით. მათი მოკლე ვერსია ასევე ატვირთულია მობილურ აპლიკაცია აგრონავტში.მასალების პოპულარიზაციის მიზნით, ზოგიერთი თემატიკის ირგვლივ ასევე შექმნილია და გავრცელებულია ანიმაციური სასწავლო ვიდეოები.

დღემდე საინფორმაციო-სასწავლო მასალები შემუშავებულია შემდეგ თემებზე:

  • მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაციონის) გამომთვლელი პროგრამისრაც-იოლისახელმძღვანელო;
  • ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების სახელმძღვანელო მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისათვის;
  • რეკომენდაციები უვნებელი და ხარისხიანი ხორცის შესაძენად - გზამკვლევი საზოგადოებრივი კვების ობიექტებისათვის;
  • გზამკვლევი ცხოველური წარმოშობის სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული პირის საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნების და პროცედურების შესახებ;
  • სახელმძღვანელო თემაზე როგორ ავაშენოთ მესაქონლეობის ფერმა;
  • სახელმძღვანელო თემაზე მსხვილფეხა საქონლის ხელოვნური განაყოფიერება და მასთან დაკავშირებული ფინანსური გათვლები;
  • პრაქტიკული სახელმძღვანელო სასაკლაოში დასაქმებული ვეტერინარებისათვის;
  • როგორ დავიცვათ ფერმა ძირითადი ქრონიკული დაავადებებისაგან;
  • მერძეული ფერმის ფინანსურ/ეკონომიკური გამომთვლელი პროგრამა - FarmSim.

სხდომაზე გამოვიდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის აკადემიკოსი-მდივანი აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, ექსპერტი გოჩა ცოფურაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა, პროფესორები ოთარ ქარჩავა და ალექსი ნონიაძე, ზურაბ ლოლაძე, ჟურნალის „ახალი აგრარული საქართველო“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის მიერ შემუშავებული საინფორმაციო მასალების მნიშვნელობას ფერმერული მეურნეობებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის.

განყოფილების სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

                       2021 წლის 23 ივლისს გათვალისწინებული იყო ეკონომიკის სამეცნიერო   განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ინფორმაცია 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

2.საქართველოში სოფლის განვითარების ინოვაციური მიდგომის შესახებ.

                              მომხსენებელი: აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე)

           3.მიმდინარე საკითხები.

 

          2021 წლის 19 ივლისიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით ტრეინინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება

მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე განსახილველი მოხსენების

ელ-ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე ბმულის სახით.

 

 

აგრონომიული სამეცნიერო-განყოფილების სხდომა

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2021 წლის 22 ივლისს გათვალიწინებული იყო

აგრონომიის სამეცნიერო განოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

 

1.აკადემიის სტიპენდიატის, ქიმიის დოქტორის გიორგი ქვარცხავას ანგარიში 2021 წლის პირველ  ნახევარში

ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;

2.    ნიადაგის დაცვის ეკოლოგიური ასპექტები.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი

3. მიმდინარე საკითხები.

            2021 წლის 19 ივლისიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით ტრეინინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება

მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. 

ამასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე განსახილველი მოხსენებების ელ. ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის

გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე ბმულების სახით.

 

 

1.დოქტ. გ. ქვარცხავას მოხსენება იხილეთ ბმულზე.

 

2.დოქტ. რ. ლოლიშვილის მოხსენება იხილეთ ბმულზე.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილებ

2021 წლის 20 ივლისს გათვალისწინებული იყო გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. ეროზიული პროცესების განვითარების რისკები ქ. თბილისის შემოგარენის წყნეთი-კოჯორის მიდამოებში და მათი პრევენციის სატყეო-სამელიორაციო ღონისძიებები.

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

2021 წლის 19 ივლისიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით ტრეინინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

ამასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომაზე განსახილველი მოხსენების ელ-ვერსიას ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად წარმოგიდგენთ აკადემიის  ვებ-გვერდზე ბმულის სახით.

აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი - 80

 

qese5555l DSC 4616       ჭეშმარიტ მეცნიერთა ძალისხმევა ახლა განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ასეთ მეცნიერთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ომარ ქეშელაშვილს, რომელსაც 2021 წლის 9 ივლისს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერ თანამშრომელიდან დირექტორობამდე, მუშაობდა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის, ჯერ დირექტორად, ხოლო შემდეგ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ, ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმღვანელად.

ამჟამად არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი და ამავე აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, გამომცემლობა `აგროს~ ხელმძღვანელი და აკადემიის ჟურნალის “მოამბე” მთავარი რედაქტორი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი არის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესისა და ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსი. აკად. ო.ქეშელაშვილი უაღრესად ნაყოფიერი და პროდუქტიული მეცნიერია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მ.შ. 53 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო, 136 ბროშურა, 27 მინიატურული პოპულარული წიგნი, 5 დარგობრივ-თემატური ატლასი, 33 გამოცემულია საზღვარგარეთ. გარდა ამისა გამოქვეყნებული აქვს 275 საგაზეთო სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომი.

აგრარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება-ეკონომიკის დარგში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი შემადგენლობა ულოცავს ბატონ ომარს საიუბილეო თარიღებს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ახალ წარმატებებს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

2021 წლის 02 ივლისს ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა (ოქმი 4). სხდომას ესწრებოდნენ: აკად. ჯ.გუგუშვილი, აკად. ჯ.კაციტაძე, აკად. რ. ასათიანი , ჟ. „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქორი შ. მაჭარაშვილი, პროფ. მ.კერესელიძე, სოფ.მეურ.მეცნ.დოქტ. გ.გოგოლი, სოფ.მეურ.დოქტ. ე.კალანდია, ჯ.სადაღაშვილი, ვეტ.დოქტ. ნ.ომარაშვილი, ვეტ.დოქტ. თ.მარხვაშვილი, ვეტ.დოქტ. ლ.თათრიშვილი, ბ.სინიუკი, მ.კოტეტიშვილი.

სხდომაზე მოისმინეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიული გოგოლის მოხსენება „საქართველოს მეცხოველეობა, გუშინ, დღეს, ხვალ” .

(პროფ. გ. გოგოლის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს: აკად. რ. ასათიანმა, აკად. ჯ. გუგუშვილმა, ვეტ.დოქტორმა თ.მარხვაშვილმა, სოფ.მეურ.დოქტ ე.კალანდიამ.

აზრი გამოთქვეს: აკად. ჯ. გუგუშვილმა,პროფ. მ.კერესელიძემ, სოფ.მეურ.დოქტ. ე.კალანდიამ, ვეტ.დოქტ. თ.მარხვაშვილმა.

სამეცნიერო საბჭოს სხდომამ დაადგინა:

1. პროფ. გ.გოგოლის ინფორმაცია, თემაზე: „საქართველოს მეცხოველეობა, გუშინ, დღეს, ხვალ“-ის შესახებ მიღებული იქნას ცნობად;

2. ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობიდა გამომდინარე მეცხოველეობის განვითარება უნდა მოხდეს ორი მიმართულებით: ა) იქ, სადაც ამის საშუალებას იძლევა ცხოველთა პროდუქტიულობის გენეტიკური პოტენციალი და არის ძირითადი საკვები საშუალებების ადგილზე წარმოების გარანტირებული შესაძლებლობა, ხელი უნდა შეეწყოს რძისა და  ხორცის წარმოების ინდუსტრიულ ტექნოლოგიაზე გადასვლას; ბ) წვრილ და საშუალო ფერმერულ მეურნეობებში   ადგილობრივი ჯიშებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით, ნახევრად ინტენსიური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობით.

                

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა
  2. მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  3. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  4. სემინარი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში თემაზე: „დეგრადირებული მიწების გარდაქმნა ჯანსაღ სავარგულებად“.
  5. 17 ივნისი გაუდაბნოებისა და გვალვის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე
  6. პროექტი
  7. სამეცნიერო საბჭოს სხდომა
  8. 5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
  9. 22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე
  10. დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com