საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წინაასაახალწლო დალოცვა

              2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ესტუმრა სვეტიცხოვლის მოძღვარი მამა ილია (კავსაძე), რომელმაც დალოცა აკადემია და მისი მთლიანი შემადგენლობა. მამა ილიამ თავის ქადაგებაში განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა, მოუწოდა აკადემიის თანამშრომელებს უდიდესი სიყვარულით ემსახურონ ქვეყანაში აგრარულ მიმართულებას, მის დარგებს და თავისი მეცნიერული წვლილი შეიტანონ სოფლის მეურნეობის განვითარებასა და წარმატებებში.

მამა ილიამ წინასაახალწლოდ დალოცა აკადემიის თოთოეული წევრი, განყოფილება, ყველა სრუქტურული ერთეული და უსურვა მათ, რომ „შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმე ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ. სახელითა მამისათა და მისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ!“.

 

20211230 13234600000000000000000000000

 

20211230 1327200000000000000000000000000001

20211230 134843000000000000000000000000

 

 

 

გილოცავთ ახალ 2022 წელს !

 

Poster 2021 11 29 17 57 20

გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ 2022 წელი ყოფილიყოს სიკეთით, სიხარულით,

ხვავითა და ბარაქით დატვირთული თითოეული ჩვენთაგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!

დაე, ამ ახალმა წელმა მოგვიტანოს დიდი წარმატებები, შემოქმედებითი წინსვლა,  ახალი  მიღწევები  და ახალი გამარჯვებები!

                         პრეზიდენტი      -    აკადემიკოსი   გურამ ალექსიძე

შეხვედრა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრთან

            2021 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ უმასპინძლა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ გიორგი სურმანიძეს. მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები ბატონები ომარ კაჭარავა და ჯემალ ფუტკარაძე. აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკად. ანატოლი გიორგაძემ.

            სტუმრებმა აკადემიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბატონები

გ. სურმანიძე და ჯ. ფუტკარაძე საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებიან შუა აზიაში, კერძოდ უზბეკეთში, ქალაქ ტაშკენტში, მეაბრეშუმეობის სახელმწიფო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის მეაბრეშუმეობის, როგორც სოფლის მეურნეობის უძველესი დარგის, განვითარებისა და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

აღინიშნა, რომ საქართველოს მეაბრეშუმეობა ძალზე მძიმე მდგომარეობაშია და როგორც დარგი იგი აღარ ფუნქციონირებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრუქტურიდან მეაბრეშუმეობის ჩამოშლით, დაირღვა როგორც ეკოლოგიური გარემო, ისე ოჯახური ბიუჯეტის შემოსავლები და დემოგრაფიული ვითარება, რისი აღდგენაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დარგს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა. უნდა შეიქმნას ხელსაყრელი გარემო, ინვესტიციების დაბანდების მიზნობრივი გამოყენებისათვის.

unnamed 15555

შეხვედრის მონაწილეები, მარცხნიდან - აკად. ა. გიორგაძე, აკად. ე. შაფაქიძე, ჯ. ფუტკარაძე,

გ. სურმანიძე, აკად. გ. ალექსიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, ო. კაჭარავა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ძალიხმევითა და ხელმძღვანელობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უდიდესი ხელშეწყობით აჭარის აგროსერვის ცენტრში (დირექტორი გ. ბერიძე) 2018-2019 წლებში ჩატარდა თუთის აბრეშუმხვევიას საცდელი ექსპერიმენტული გამოკვება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელმაც აჭარაში დიდი ინტერესი გამოიწვია. 2019 წელს აკადემიისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით ქ. ბათუმში ჩატარდა შავი, კასპიის ზღვებისა და შუა აზიის მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) მე-9 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “მეაბრეშუმეობის შენარჩუნება და განვითარება, პრობლემები და პერსპექტივები”. კონფერენციის თემა ზუსტად მიესადაგებოდა საქართველოს მეაბრეშუმეობის დღევანდელ მდგომარეობას. კონფერენციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ამდენად ბოლო წლებში მეაბრეშუმეობის მიმართულებით დაინტერესებულმა ერთადერთმა რეგიონმა - აჭარამ, ახალი ინიციატივა გამოიჩინა და გადაწყვიტა მეაბრეშუმეობის საკითხების უკეთ შესწავლა შუა აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომელსაც მეაბრეშუმეობაში დიდი წარმატებები აქვს, რაც ძალზე მისასალმებელი და სამაგალითოა.

მეაბრეშუმეობის დარგზე და მის მომავალზე სტუმრებს ესაუბრენ აკადემიის წევრები, რომლებმაც გაამახვილეს ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს დელეგაციამ უზბეკეთში ვიზიტის დროს.

საერთოდ აღსანიშნავია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობა ტრადიციულად კონსულტაციებს მართავს აკადემიასთან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებში, რაც ძალზე მისასალმებელი და სამაგალითოა.

სამეცნიერო ექსპედიცია ბოტანიკურ ბაღში

 

              2021 წლის 08 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოსა და გარემოს დაცვის და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების მიერ მოეწყო   სამეცნიერო ექსპედიცია თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ჯემალ გუგუშვილი.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: გიორგი გაგოშიძე, ზაურ ჩანქსელიანი,  მსოფლიო ვეტერინართა ასოციაციის წევრი ლალი ვაშაკიძე, ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ყურაშვილი და სხვები.

             სტუმრებს   ბოტანიკური ბაღის ისტორიის და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო დირექტორმა ქალბატონმა ირინე დანელიამ. მან აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღი   დაარსდა   მე-17 საუკუნეში. ბოტანიკური ბაღის ტერიტორაა 128 ჰა მდინარე წავკისის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთით, სიგრძე 2,6 კმ, ზღვის დონიდან 700 მ.   ბოტანიკური ბაღი კავკასიაში პირველი და უძველესია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ფლორისა და ფაუნის შესწავლაში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: დეკორატიული და ეკონომიკური მნიშვნელობის მცენარეების ინტროდუქცია, გამრავლება და ადგილობრივი მცენარეულობის და ფლორის შესწავლა.

received 2561551373982413 2ბოტანიკურ ბაღში გავრცელებულია უმაღლეს მცენარეთა 300-მდე სახეობა, გვხვდება - 100-მდე სახეობის გაველურებული ინტროდუცირებული ხე, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე.

ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ბოტანიკის (კავკასიის ფლორის და მცენარეთა შესწავლის) სოფლის მეურნეობის (მეხილეობა, მარცვლოვანი კულტურების შესწავლა, მებოსტნეობა, მდელოსნობა, მცენარეთა სელექცია, მცენარეთა დაცვა და სხვა) მიკოლოგიის და ენტომოლოგიის განხრით, ამჟამად ფუნქციონირებს 4 სამეცნიერო განყოფილება, 4 სამეცნიერო ლაბორატორია, 4 სექტორი, ასპირანტურა, 5 სასელექციო სადგური თავისი კოლექციებით, საცდელი ნაკვეთებით, კავკასიის ადგილობრივი ჰომოლოგიური ბაღით, ბოტანიკურ ბაღს განუზომელი წვლილი შეაქვს კავკასიის ფლორისა და მცენარეულობის შესწავლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ბოტანიკურ ბაღს აქვს 2 ფილიალი: ქუთაისში და ზუგდიდში, შესაბამისი სამეცნიერო განყოფილებებით და ლაბორატორიებით.

ბოტანიკურ ბაღს სამეცნიერო კვლევების ფუნქციონირებისათვის გააჩნია სათანადო ბაზა, მცენარეთა დაცვის, მეთესლეობის და ქსოვილის კულტურის ლაბორატორია, მეყვავილეობის, სამკურნალო მცენარეების განყოფილება, სამკურნალო მცენარეების სექტორები, იშვიათი და გადაშენებადი მცენარეების კონსერვაციის განყოფილება. სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილება, გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის ფონდი სისტემატიურად იზრდება უახლესი პერიოდული გამოცემებით. ბოტანიკურ ბაღს მეცნიერული კავშირები აქვს მსოფლიოს 300-მდე ბოტანიკურ დაწესებულებასთან. ბაღი აღჭურვილია კომპიუტერული და ვიდეოტექნიკით, გააჩნია საკუთარი საიტი, მიმდინარეობს ვიდეოთეკის შექმნა, განახლდა სამეცნიერო ექსპედიციები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ.გაგოშიძემ, ზ. ჩანქსელიანმა. აკად. დოქტორმა ლ. ვაშაკიძემ.

შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა მადლობა გადაუხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორს ქალბატონ ირინე დანელიას და ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს საინტერესო ინფორმაციისათვის, მათ მიერ გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის და უსურვა მათ წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ

 

2021 წლის 01 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ,,საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციას,, შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმს, რომლის მიზანია სათესლე და სარგავი მასალის დამზადების, მოვლა-მოყვანისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ აკადემიის წევრების მიერ შედგენილი რეკომენდაციების მომზადება და გადაცემა „ასოციაციისათვის“ შემდგომი გავრცელების მიზნით დაინტერესებულ პირებს (ფერმერები, დარგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, სანერგე მეურნეობები, სექტორული ასოციაციები და ა. შ.) შორის.

მხარეები აცნობიერებენ, რომ ამ მემორანდუმით გათვალისწინებული საქმიანობისას მათ შეიძლება შეხება ჰქონდეთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, შესაბამისად თანხმდებიან, რომ ასეთი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მემორანდუმის შინაარსთან დაკავშირებით მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები გადაიჭრება კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით მემორანდუმის მხარეების მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით.

მემორანდული ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში 2026 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით.

263056077 1402233876839125 8488997754748687910 n

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის გენერალური მდივანი ალექსანდრე საკანდელიძე.

მრგვალი მაგიდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში

 

                                             2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიერ

                    მოეწყო გამსვლელი ღონისძიება - მრგვალი მაგიდა სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში.

245069048 10158216762910740 46933377543549080 nღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე და აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ჯემალ გუგუშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კერესელიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორები ნარგიზა ბარამიძე, ბორის სინიუკი და სხვები.

მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საქართველოს მეაბრეშუმეობის აღდგენის, აღორძინებისა და განვითარებისათვის   გაწეულ მნიშვნელოვან და ფართო საქმიანობას, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია საქართველოს სახელმწიფო მეაბრეშუმეობის მუზეუმი, რომელშიც მკაფიოდ არის გადმოცემული ქართული აბრეშუმის ყველა მიღწევები, მისი ისტორია, საქართველოს მეაბრეშუმეობის წარსული და აწმყო, მისი მნიშვნელობა მსოფლიო მეაბრეშუმეობის დიდ ოჯახში. აღინიშნა, რომ მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია, რომელმაც წარმატებით გაუძლო ისტორიის მკაცრ ქარტეხილებს და სამართლიანად ითვლება ერის კულტურული მემკვიდრეობის საუკეთესო მაგალითად. აბრეშუმის პარკის წარმოება, გადამუშავება და ქსოვა ყველაზე პრესტიჟულ საქმედ ითვლებოდა ქვეყანაში.             IMG 20211124 14132400000000000

დღეს მეაბრეშუმეობა დიდი პრობლემების წინაშეა, იგი საქართველოში როგორც დარგი აღარ ფუნქციონირებს და ყველაზე ცუდი ის არის, რომ სოფლის მეურნეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული სტრუქტურიდან მეაბრეშუმეობის ჩამოშლით, დაირღვა როგორც ეკოლოგიური გარემო, ისე ოჯახური ბიუჯეტის შემოსავლები და დემოგრაფიული ვითარება, რისი აღდგენაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

სტუმრებს - მრგვალი მაგიდის მონაწილეებს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ისტორიის, საქმიანობის და სამომავლო გეგმების   შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა ნინო კუპრავამ (ქ-ტონი ნ. კუპრავას ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის შესახებ იხილეთ ბმულზე).

მრგვალი მაგიდის მონაწილეების კითხვებს უპასუხა მუზეუმის დირექტორმა  ქ-ტონმა ნინო კუპრავამ.

IMG 20211124 1450jjjj52მუზეუმის საქმიანობის შთაბეჭდილებებზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

აკადემიასთან  შემდგომი  თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს აკადემიკოსებმა ელგუჯა შაფაქიძემ, ელგუჯა გუგუშვილმა და გიორგი გაგოშიძემ,   მუზეუმის დირექტორმა  ნ.კუპრავამ,

სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა დოქტორმა ნარგიზა ბარამიძემ და ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია კერესელიძემ.

 

შეხვედრის დასასრულს აკადემიკოსმა ელგუჯა გუგუშვილმა მადლობა გადაუხადა მუზეუმის დირექტორს ქალბატონ ნინო კუპრავას, მუზეუმის თანამშრომლებს მეტად საინტერესო ინფორმაციისათვის და მათ მიერ გაწეული საქმიანობისათვის, უსურვა მუზეუმის კოლექტივს წარმატებები შემდგომ საქმიანობაში, მუზეუმის რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის დროულად და ხარისხიანად დამთავრება, მრავალი მიღწევები საერთაშორისო არენაზე.

აკადემიის სხდომები

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა

2021 წლის 29 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის

უვნებლობისა და სასუსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ტექნიკის დოქტორის, ეკატერინა კაციტაძის   მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის დოქტორი ეკატერინა კაციტაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის  პრეზიდიუმის  სხდომა

თანახმად  საქართველოს სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის 2021 წლის

სამუშაო   გეგმისა   2021   წლის   26 ნოემბერს  გაიმართა 

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნირეებათა  აკადემიის  პრეზიდიუმის  სხდომა ონლაინ რეჟიმში.

 

დღის წესრიგი:

 

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2021 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მომხსენებლებ: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი; აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მენეჯერი ნიკოლოზ ალექსიძე (მოხსენება იხილე ბმულზე);

2. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სამეცნიერო-კვლევით, სასწავლო და სამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე (მოხსენება იხილებმულზე);

3. ინფორმაცია აკადემიის 2021 წლის ფინანსური საქმიანობის ანგარიშისა და 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ;

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის მთავარი ბუღალტერი ნინო სოზიაშვილი.

4. მიმდინარე საკითხები.

 

ანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა 2021 წლის 25 ნოემბერს

გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

 

დღის წესრიგი:  

 

1. საქართველოში ფუნქციური დანიშნულების სასურსათო პროდუქციის წარმოების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი გურამ ტყემალაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

 

 

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა

2021 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

დღის წესრიგი:

1. ვიბროვაკუუმტუმბოსამძრავითრძისსაწველიაპარატის შესახებ.

მომხსენებელი:ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

 

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა

2021 წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო

განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

 

დღის წესრიგი:  

 

 

1. სუბტროპიკულ ზონაში რთული სასუქების გამოცდების შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ვალერიან ცანავა.

2. აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ანგარიში იხილეთ ბმულზე).

3.   მიმდინარე საკითხები.

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა

2021 წლის 19 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის

სამეცნიერო განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

დღის წესრიგი:

1. წყალ და დრენაჟ მომხმარებელთა ორგანიზაციების (წმო/დმო) ჩამოყალიბების სტრატეგია, განვითარების პერსპექტივები და განხორციელების გზები.

მომხსენებელი: აკადემიკოსი რევაზ ასათიანი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები

მრგვალი მაგიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა

შეხვედრა საქართველოში მოღვაწე თესლის ბანკების წარმომადგენლებთან

DSC00289 მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სსმმა გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით ჩატარდება მრგვალი მაგიდა საქართველოში მოღვაწე თესლის ბანკების წარმომადგენლებს შორის, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, ვიცე - პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, სსმმ აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორმა თინათინ ეპიტაშვილმა, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე საკანდელიძემ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა გიორგი ანდღულაძემ, ტიფანი ლუკასმა და შაჰარმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაელკანა-ს დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სტანდარტების და სერტიფიცირების სამსახურის თანამშრომლებმა თამარ ჯინჯიხაძემ, ანა დევიძემ და მირიან ჩოხელმა. აგრარული უნივერისტეტის წარმომადგენელმა ვალერი ამირანაშვილმა, „საფერავი ტვ“-ს დირექტორმა დიმიტრი კოსტარიოვმა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს სექტორის და თითოეული  ბანკის გამოწვევბი, საჭიროებები, გენბანკების კონსოლიდირება და შემდგომ კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ბანკებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.      
           აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაიგეგმა
შემდგომი შეხვედრის სავარაუდო თარიღი და საკითხები.

მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის

   10 ნოემბერს, UNESCO აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოების გზით.

2001 წელს UNESCO- მიერ დღის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო მეცნიერების დღის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ახალი კონკრეტული პროექტი და პროგრამა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  2021 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია თემაზე: „ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები“.

კონფერენციის ორგანიზატორი:

  • Øსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი;
  • Øსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება;
  • Øგარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და  აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცხოველეობის დარგის თვალსაჩინო მეცნიერებმა, დოქტორანტებმა და დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა.

              კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები ასახულია კონფერენციის შრომათა კრებულში, რომლის ელექტრონული ვერსია დაეგზავნებათ კონფერენციის თითოეულ მონაწილეს, აგრეთვე ისინი მიიღებენ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატებს.

            (კონფერენციის შრომათა კრებული იხილეთ ბმულზე  #01.     #02 ).

აკადემიის საერთო კრება

2021 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

შემდეგი დღის წესრიგით

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა „მეცხოველეობა“,გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში -

სპეციალობით „სატყეო საქმე“, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“ გამოცხადებული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის ჩატარების შესახებ. 

მომხსენებელი: აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა;

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად კონკურსის ჩატარება (ფარული კენჭისყრა).

3.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2021 წელს მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.  

4. მიმდინარე საკითხები.

         255572176 450119133346428 1112996677989641555 n დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე აკად. ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა აკადემიის საერო კრებას მოახსენა, რომ 2021 წლის 30 აგვისტოს გამოცხადდა კონკურსი აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანსიებზე. 2021 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „მეცხოველეობა“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა აკადემიის სტიპენდიატს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს;

          მომხსენებლმა აღნიშნა აგრეთვე, რომ 2021 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „სატყეო საქმე“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს ლაშა დოლიძეს;

             აკად. ნ. ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას მოახსენა, რომ 2021 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ედიშერ კვესიტაძეს.

        აკად. ნ. ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას გააცნო კონკურსანტების დოქტ. ანატოლი გიორგაძის, სოფლის მეურნეობის255398836 471423470918304 7534486584553254814 n მეცნიერებათა დოქტორ ლაშა დოლიძის და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ედიშერ კვესიტაძის ბიოგრაფიული მონაცემები, მათი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

            აკადემიის საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკურსანტები დოქტორი ანატოლი გიორგაძე, ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე შეტანილნი იქნენ ფარული კენჭისყრისათვის საარჩევნო ბიულეტენებში.

           აკადემიის საერთო კრებაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩეული არიან:

სოფლის მეურნეობი დოქტორი ანატოლი გიორგაძე - მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „მეცხოველეობა“;

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე - გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „სატყე საქმე“;

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე - სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“.

               დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე.    (მოხსენება იხ. ბმულზე)

            მოხსენების ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გოგოლა მარგველაშვილმა, ზურაბ ცქიტიშვილმა, ნუგზარ ბაღათურიამ, თემურ რევიშვილმა, გურამ პაპუნიძემ, გიორგი გაგოშიძემ, რევაზ ასათიანმა და აკადემიის ვიცე - პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ.

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ულოცავს ანატოლი გიორგაძეს, ლაშა დოლიძეს და ედიშერ კვესიტაძეს აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსად) არჩევას, უსურვებს მათ მრავალ წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com