საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

 

            2018 წლის 01 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიური საბჭოს გაფართოებული სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

„ინფორმაცია აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017 წელს განხორციელებული  და 2018 წელში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ“, მომხსენებელი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე.

Achara 1თავის მოხსენებაში მინისტრი შეეხო იმ ძირითად პროგრამებს, რომელთა განხორციელება დაიწყო 2017 წელს და გაგრძელდება ან დაიწყება ახალი პროგრამები 2018 წელს. ამ პროექტებს მიეკუთვნება:“აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ (ბიუჯეტი 150000 ლარი) და ქვეპროგრამები, რომელიც შეისწავლის ქარსაფარი ზოლებს, ნიადაგის ეროზიულ პროცესებს, აქტიური მოქალაქეების ადგილობრივ განვითარებისა და ფინანსური მდგარადობის საკითხებს; სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის პროგრამები (ბიუჯეტი 7211638 ლარი), რომლებიც მოიცავენ - სასათბურე მეურნეობებს, რძის წარმოების რეალიზაციას, ს.მ. მექანიზაციის ტექნიკური საშალებებით ფერმერთა უზრუნველყოფას, ვენახების გაშენებას, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას, მეჩაიეობის განვითარების ხელშეწყობას და ა.შ.

ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის პროგრამები: (ბიუჯეტი 3640016 ლარი)აგროსერვისის განვითარება, მეციტრუსეობა, აგრარული ექსტენცია, Achara 2მრ პირუტყვის ჯიშგანახლება და სხვა.  2018 წელს განსახორციელებელი პროგრამებიდან დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქვეპროგრამამ “ახალი აგრარული ტექნოლოგიებისა და პროექტების დემონსტრირება“, რომელიც აჭარაში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების პირველ ნაბიჯებს ეხება. აღნიშნული პროგრამის იდეა და ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და მის განხორციელებაში აკადემიის წევრებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აბრეშუმის პარკის საწარმო, სადაც ტექნოლოგიური პროცესები ძირითადად განხორციელდება აკადემიაში დამუშავებული მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით.

მინისტრის მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის წევრებმა - აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, ნ. ქარქაშაძემ, ზ. ცქიტიშვილმა, ა. ვაშაკიძემ, ჯ. კაციტაძემ, ჯ. გუგუშვილმა, გ. პაპუნიძემ, ზ. ფუტკარაძემ, თ. ყურაშვილმა, ე. შაფაქიძემ და აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გ. ნიკოლეიშვილმა.

Achara 3აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოხსენება და შეხვედრის მიმდინარეობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. აღინიშნა, რომ მინისტრი ა. მესხიძე აქტიურად თანამშრომლობს აკადემიასთან. მისი პირადი ძალისხმევით ხორციელდება აჭარაში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროგრამა, მისი ინიციატივით ჩატარდება 2019 წელს აჭარაში, ქ. ბათუმში, გაეროს მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის BACSA- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რაც დიდი მოვლენა იქნება არა მარტო რეგიონის, არამედ მთლიანად ქვეყნის სამეცნიერო ცხოვრებაში. მიზანშეწონილია აგრეთვე, რომ სამინისტროს მიერ დაგეგმილ განსახორციელებელ პროექტებში, (გარდა მეაბრეშუმეობისა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ აკადემიის წევრები)   მონაწილეობა მიიღონ აკადემიის წევრებმაც, რომლებიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებს კურირებენ. აღნიშნული ასახულია აგრეთვე სსმმაკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორენდუმში, რომელსაც ხელი მოეწერა 2013 წელს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ საბჭოში

          2018 წლის 26 იანვარს ჩატარდა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს აგრარულ დარგში 2017 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომებისათვის აკადემიის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებები. ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე აკადემიურ საბჭოს მოახსენეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ და აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკად. ე. შაფაქიძემ.

          მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ განცხადება კონკურსის შესახებ აკადემიის ვებ გვედზე გამოცხადდა 2017 წლის 04 დეკემბერს. საბუთების შემოტანის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 18 იანვარი.

აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტში სპეციალობების და სპეციალიზაციების მიხედვით საკონკურსოდ  წარმოდგენილია  შემდეგი ნაშრომები:

1.   სპეციალობა „0101 აგრონომია“ - მონოგრაფია „კლიმატის ცვლილება და სასურსათო უშიშროება“ (თბილისი, 2016), ავტორი თამაზ თურმანიძე;

2.     სპეციალობა „0103 მეცხოველეობა“

- სპეციალიზაცია 010302 "ცხოველთა და ფრინველთა მოშენება": მონოგრაფია „საქართველოს მომთაბარე მეცხოველეობა“ (თბილისი, 2017), ავტორები ვ. ღლიღვაშვილი, გ. ღლიღვაშვილი, ი. ქუცნაშვილი;

               - სპეციალიზაცია 010305 "მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება": 
                 მონოგრაფია  „
მწყერის კვერცხისა და ხორცის  წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები“  (თბილისი, 2017),
              ავტორი ანატოლი გიორგაძე;

    3. სპეციალობა „0415 აგროინჟინერია“ - სახელმძღვანელო „ელექტრული მიკრომანქანები“ (თბილისი 2017), ავტორები ა. დიდებულიძე, მ. კონჯარია, ე. მიდელაშვილი;

         4. სპეციალობა „0104 სასურსათო ტექნოლოგია“:

სპეციალიზაცია „010401 კვების     პროდუქტების გადამუშავებისა და დაკონსერვების ტექნოლოგია“, მონოგრაფია „საკონსერვო წარმოების ტექნო-ქიმიური კონტროლი“ (თბილისი, 2017), ავტორი გ. გრიგორაშვილი;

სპეციალიზაცია „010403 სასურსათო უსაფრთხოება“, მონოგრაფია „რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და სარძეო ფერმის ეფექტური მართვა საქართველოში“ (თბილისი 2017) , ავტორები ზ. ცქიტიშვილი, კ. პობერეჟნა, უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია;

          5. სპეციალობა  „0105 სატყეო საქმე“ - სახელმძღვანელო „მცენარეთა დაცვა“ (თბილისი, 2017), ავტორები მ. ლობჟანიძე, მ. ბერუაშვილი, გ. გაგოშიძე;

          6. სპეციალობა „0203 მენეჯმენტი“, სპეციალიზაცია „020305 აგრობიზნესის    მენეჯმენტი“ - მონოგრაფია „ქართული მეჩაიეობა (უახლესი წარსული)“, თბილისი, 2017, ავტორები თ. კუნჭულია, შ. კიკალიშვილი, ზ. ბუკია.

                აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აკადემიის აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომები გადაეცეთ განსახილველად აკადემიის  შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებს:

Ø მონოგრაფია „კლიმატის ცვლილება და სასურსათო უშიშროება“, ავტორი თამაზ თურმანიძე  - აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებას;

Ø მონოგრაფია „მწყერის კვერცხისა და ხორცის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები“, ავტორი ანატოლი გიორგაძე - მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების და აგროსაინჟინრო გაერთიანებულ სამეცნიერო განყოფილებებს;

Ø მონოგრაფია „საქართველოს მომთაბარე მეცხოველეობა“, ავტორები ვ. ღლიღვაშვილი, გ. ღლიღვაშვილი, ი. ქუცნაშვილი - მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების და აგროსაინჟინრო გაერთიანებულ სამეცნიერო განყოფილებებს;

Ø სახელმძღვანელო „ელექტრული მიკრომანქანები“, ავტორები ა. დიდებულიძე, მ. კონჯარია, ე. მიდელაშვილი - აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებას;

Ø მონოგრაფია „საკონსერვო წარმოების ტექნო-ქიმიური კონტროლი“, ავტორი გ. გრიგორაშვილი - სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების და აგრონომიულ გაერთიანებულ სამეცნიერო განყოფილებებს;

Ø მონოგრაფია „რძის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და სარძეო ფერმის ეფექტური მართვა საქართველოში“, ავტორები ზ. ცქიტიშვილი, კ. პობერეჟნა, უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია - სურსათის  უვნებლობის  სამეცნიერო განყოფილებას;

Ø სახელმძღვანელო „მცენარეთა დაცვა“, ავტორები მ. ლობჟანიძე, მ. ბერუაშვილი, გ. გაგოშიძე - სატყეო საქმის სამეცნიერო  განყოფილებას;

Ø მონოგრაფია „ქართული მეჩაიეობა (უახლესი წარსული)“, ავტორები თ. კუნჭულია, შ. კიკალიშვილი, ზ. ბუკია - ეკონომიკის  სამეცნიერო განყოფილებას.

სსმმ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსად) ასარჩევი კონკურსიის შედეგები

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
ახალი წევრებით შევსება

 

2017 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.         ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსად) ასარჩევ კონკუსში (სპეციალობა - 0101 აგრონომია, სპეციალიზაცია 010103 -  “აგროტექნოლოგია”; სპეციალობა - 0415 აგროინჟინერია, სპეციალიზაცია 041502 - “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია”; სპეციალობა 0104 - “სასურსათო ტექნოლოგია”) მონაწილე კანდიდატების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

 

2.         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ, აგროსაინჟინრო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიკოსების (ნამდვილი წევრების) არჩევნების მაღალორგანიზებულ დონეზე მომზადებისა და ჩატარების მიზნით, აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით (01/51 16.11.17.) შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

 

3.         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ (სპეციალობა 0101 აგრონომია, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია), აგროსაინჟინრო (სპეციალობა 0415 აგროინჟინერია, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია”) და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების (სპეციალობა 0104 “სასურსათო ტექნოლოგია”) სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიკოსების (ნამდვილი წევრების) არჩევნები.

 

 

             ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიისნამდვილი წევრებად (აკადემიკოსებად) აირჩიეს:

 

აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა - 0101 აგრონომია, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია”:

Kopaliani R როლანდ  კოპალიანი - 

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,  წერეთლის  

სახელმწიფო  უნოვერსიტეტის  რექტორის აპარატის უფროსი,  აგრარული  

ფაკულტეტის სუპტროპიკული  კულტურების დეპარტამენტის  სრული  პროფესორი.

 

 

 

აგროსაინჟინრო  სამეცნიერო  განყოფილებაში - სპეციალობა  0415  აგროინჟინერია,  სპეციალიზაცია  041502  “სოფლის  მეურნეობის    მექანიზაცია” :

Putkaradze Z  ზაურ  ფუტკარაძე-

დოქტორი  (ინფორმაციული  ტექნოლოგიები,  სოფლის   მეურნეობის  მექანიზაცია),  ბათუმის  სახელმწიფო   საზღვაო  აკადემიის ასოცირებული  პროფესორი,   საქართველოს  სოფლის  მეურნეობის   მეცნიერებათა  აკადემიის  აჭარის   სამეცნიერო-საკონსულტაციო  ცენტრის   ხელმძღვანელი.

 

 

 

სოფლის  მეურნეობის  პროდუქტების  შენახვისა  და  გადამუშავების  სამეცნიერო  განყოფილებაში -  სპეციალობა  0104  “სასურსათო ტექნოლოგია” :

Revishvili  თემურ  რევიშვილი-

ტექნიკის  მეცნიერებათა   დოქტორი,  (აიპ)  საქართველოს  აგრარული   უნივერსიტეტის  ჩაის  სუბტროპიკული კულტურებისა  და  ჩაის   მრეწველობის ინსტიტუტის   დირექტორი,   საინჟინრო  ტექნოლოგიური  ლაბორატორიის  ხელმძღვანელი.

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო ულოცავს გამოჩენილ მეცნიერებს აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩევას.

 

= = = = = = = = = = = = = = = = =

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - 60 წელი

 acad logo 60

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 1957 წლის  წლის 12 დეკემბერს დაარსდა. მასში გაერთიანებული იყო აკადემიის 14 ნამდვილი წევრი და  აკადემიის  8 წევრ-კორესპონდენტი. მისი პირველი პრეზიდენტი გახლდათ აკად. მიხეილ საბაშვილი.

          2017 წლის 12 დეკემბერს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, რომელსაც აკადემიის წევრების გარდა ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საქართველოს მთავრობიდან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსი გიორგი გვაზავა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, სტუმრები აჭარიდან, მესხეთიდან, შუა და ქვემო  ქართლიდან, იმერეთიდან, კახეთიდან.Academy 60 1

      საზეიმო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. მან სხდომის მონაწილეებს გააცნო საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოსული საიუბილეო შემდეგი  მისალმებები, გამოხმაურებები, ადრესები:

1.         ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ბუნებათსარგებლობის  აკადემიების კავშირი - პროფ. მიშელ ტიბიერი, პრეზიდენტი;

2. ჯიანგსუს (ჩინეთი) სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი პროფ. უი ჟონგუი ;

3.         რუმინეთის სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის აკადემია - პრეზიდენტი პროფ. გეორგ სინი;

4.         ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - ვიცე - პრეზიდენტი პროფ. ვუ კონგმინი;

5.         სამხრეთ კორეის ბიომრავალფეორვნების ცენტრი და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - პროფ. ჰონგ ჯე პარკი;

6.         CACAAR- ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია;

7.         ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია - პრეზიდენტი აკად. ვლადიმერ გუსაკოვი;

8.         GFAR - დოქტ. აჯიტ მარუ (გლობალური ფორუმი);

9.         ლატვიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - პრეზიდენტი აკად. ბაიბა რივზა;

10.       ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ცენტრი - გენერალური დირექტორი დოქტ. ისმაჰან ელოაფი;

11.       პროფ. რაჯ პაროდა - ICARDA-ს ყოფილი კოორდინატორი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში;

Academy 60 2

12.       პროფ. მაჰმუდ სოლჰი, ICARDA -ს ყოფილი გენერალური დირექტორი, სსმმ აკადემიის უცხოელი წევრი;

13.       ICARDA - კამელ შიდიდი, გენერალური დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში;

14.       ICARDA -პროფ. რამ შარმა, რეგიონალური კოორდინატორი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში -

15.       ICARDA -ს კოორდინატორი - აშოტუშ სარკერი;

16.       CIMMYT - პროფ. ალექსანდრე მორგუნოვი, ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი;

17.       პოზნანის ბუნებათსარგებლობის უნივერსიტეტი (პოლონეთი) - პროფ. გზეგორჟ რაჩკა;

18.       ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - პრეზიდენტი აკად. ნ. ასოზოდა;

19.       უკრაინის ტაიროვის სახელობის მევენახეობის და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტი - დირექტორი აკად. ვ. ვლასოვი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლუდმილა კონუპი;

20.       აზერბაიჯანის ზოოლოგიის ინსტიტუტი - პროფ. ზაქარია მამედოვი, დირექტორის მოადგილე;

21.       ყაზახეთის კვლევითი სამსახურის ყოფილი დირექტორი პროფ. ბაიან ალიმგაზინოვა;

Academy 60 3

22.       ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია “ელკანა” - დირექტორი მარიამ ჯორჯაძე;

23.       ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი - ს.მ. მეცნიერებთა დოქტ. პროფ. ვალერიან სუხიშვილი;

24.       აკად. ვუგარ ბაბაევი - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია.

25.       უკრაინის ვინიცის აგრარული უნივერსიტეტი - პროფ. გრიგორი კალეტნიკი- უნივერსიტეტის პრეზიდენტი; პროფ. ვიქტორ მაზური - უნივერსიტეტის რექტორი,

26.       უკრაინის  ბიორესურსების და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტი, პროფ. კონდრატიუკი;

27.       პროფ. მუჰაბატ ტურდიევა - BIOVERSITY  INTERNATIONAl -ის ცენტრალური აზიის ოფისი. 

         აკადემიის განვლილ გზასა და მიღწევების, სამომავლო გეგმების და პერსპექტივების შესახებ ვრცელი მოხსენებით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე.

            Academy 60 4აკადემიას იუბილე მიულოცეს - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა ნუგზარ ჩიტაიამ, ა. წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიგა ღავთაძემ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აკად. რევაზ ასათიანმა, თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ნიჟარაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. გიგა ქვარცხავამ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ევრორეგიონული სასაწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ვლადიმერ სუხიშვილმა, აკად. ვაჟა კვალიაშვილმა, აკად. გურამ პაპუნიძემ, დამსახურებულმა მეღვინემ ბონდო კალანდაძემ, რომლებმაც აგრეთვე აკადემიის პრეზიდენტს გადასცეს მისასალმებელი ადრესები.

            საზეიმო სხდომის დამთავრების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის შენობა, აკადემიის მიღწევების საგამოფენო დარბაზი, აკადემიაში გამოცემული ლიტერატურის საგამოფენო სტენდები, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისათვის გამოყოფილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სხვა.

სტუმრად ჩინელ მეცნიერებთან

2017 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ჩინეთის ჯანსუს პროვინციაში ჩატარდა სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა  აკადემიის კონფერენცია თემაზე: “თანამედროვე სასოფლო - სამეურნეო ინოვაციების ფორუმი”.Chineti 1

            კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1000-მდემეცნიერმა, მათშორის: სამხრეთ კორეის, ვიეტნამის, ავსტრალიის, ბანგლადეშის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, პოლონეთის, ბელორუსიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა.

            კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ჯიანსუს პროვინციის მთავრობამ, მისი გუბერნატორის ბატონი ვუჩენგლონგის ხელმძღვანელობით.

            კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სხდომა, რომელთა მუშაობაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ. მის მიერ გაკეთებული იქნა ორი  მოხსენება თემაზე: “აგრობიომრავალფეროვნება საქართველოში”; პირველადიგი ჩატარდა  “მეცნიერებისა და ბიზნესის” ფორუმზე, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 200-მდემონაწილე, ხოლო მეორედ ჩინეთის აკადემიის პრეზიდენტის თხოვნით განმეორდა უკვე აკადემიის წევრებისათვის,  რომელსაც დაესწრო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები (100-მდე სპეციალისტი).

            Chineti 2ამასგარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ გამოფენაზე2 სადაც წარმოდგენილი იქნა მონაცემები ახალი ხორბლისა და ტრიტიკალეს ჯიშებზე, მექანიზაციაში, მეაბრეშუმეობაში, ვეტერინარიაში და აგრეთვე გადამამუშავებელ მრეწველობაში. სტენდმა ჩინელი სპეციალისტების ყურადღება დაიმსახურა.

            აკად. გ. ალექსიძის მიერ აგრეთვე მიცემული იქნა ინტერვიუ ჩინეთი - საქართველოს ურთიერთობებზე ადგილობრივი ტელევიზიისათვის.

            მომავალში გათვალისწინებულია ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, რასაც საფუძვლად შეიძლება დაედოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური საშუალების (ენტომოფტორული სოკოების) ერთობლივი კვლევა.   

Chineti 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ გამოფენაზე სსმმ აკადემიიდან წარდგენილ  სტენდთან (2017 წლის 3 დეკემბერი, ჩინეთი, ქ. ნანჯინგი).

საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია გორში

Gori XI 0

        2017 წლის 28 ნოემბერს გორის ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში

გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “შიდა ქართლის და სამცხე -ჯავახეთის აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემები და მათი დაძლევის პერსპექტივები”.Gori XI 1

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავს. აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების გეგმის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობა სწორედ მემორანდუმის პუნქტებით არის გათვალისწინებული.

            კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკად. ე. შაფაქიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ  დოქტ. ა. გიორგაძემ, აკადემიკოსებმა ნ. ჩხარტიშვილმა, ი. ვასაძემ, ვ. კვალიაშვილმა, აკადემიის სწავლულმა მდივნებმა – დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა და რ. ლოლიშვილმა, აგრეთვე  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან დოქტ. ნ. კაკაბაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტიდან დოქტ. ზ. ტყებუჩავამ;ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რექტორი პროფ. ვ. სუხიშვილი, პრორექტორი სამეცნიერო დარგში, პროფ. ა. ლაფაჩი, უნივერსიტეტის  თანამშრომელებიდასტუდენტები-ბაკალავრები და მაგისტრები.

          Gori XI 2  კონფერენციას  მიესალმა გორის ვიცე-მერი, ქალბატონი ეკა სუხიშვილი.

         კონფერენცია წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1. კონფერენციის გახსნა - პროფესორი ვალერი სუხიშვილი, ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი;

   2. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი. თემა «საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განვლილი 60 წელი, მიღწევები და პერსპექტივები“;Gori XI 4

3. პროფესორი ვალერი სუხიშვილი (ერსუ) - თემა: “ბოსტნეული კულტურები, მისი სასურსათო მნიშვნელობა და რენტაბელობის საკითხები”;

4.აკადემიკოსი იუზა ვასაძე (სსმმა) -თემა: მეხილეობის თანამედროვე მდგომარეობა შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში;

5.აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი (სსმმა) - თემა: “ხილი მხოლოდ ნაყოფი არ არის”;

6.აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი (სსმმა) - თემა: “მევენახეობა და მეღვინეობა ქართლსა და მესხეთში”;

7.პროფესორი ავთანდილ ლაფაჩი (ერსუ) - თემა: “აგრარულ სექტორში დაბანდებული ინვესტიციების უკუგების ოპტიმალური მოდული (შიდა ქართლის მაგალითზე)”;

Gori XI 58.დოქტორი ნატო კაკაბაძე (სმსკცენტრი) - თემა: “ ბოსტნეული კულტურების გენეტიკური რესურსები, დაცვა-კონსერვაცია”;

9.პროფესორი ზაქარია გინტური (ერსუ) - თემა: “აზიური ფაროსანას გავრცელების პრობლემები და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები”;

10.პროფესორი ნანა ალავერდაშვილი (ერსუ) - თემა: “მავნებლების წინააღმდეგ მცენარეული ნაყენების გამოცდის შედეგები”;

11. დოქტორი ზაირა ტყებუჩავა, მაგისტრი თენგიზ ფასანიძე (სჯსუ) - თემა: “მებოსტნეობის მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთში”.

 Gori XI 6

            კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასაწავლო კორპუსი-სასწავლო ლაბორატორიები, თემატური კაბინეტები,ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ა.შ., რომლებმაც მოწვეული სტუმრების      დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონფერენციის დასასარულს ევრორეგიონული სასწავლო  უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. ვ. სუხიშვილს გადაეცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავის საიუბილეო მასალების კრებული, ხოლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას - აკადემიის წევრების მიერ დამუშავებული წიგნები: „მევენახეობა-აგროტექნოლოგია“ და „ხეხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

 

 

საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისში

acad logo 60

        2017 წლის 22 ნოემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა და მისი განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიის დაარსებიდან 60 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების გეგმის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც ერთობლივ კონფერენციებში მონაწილეობა სწორედ მემორანდუმის პუნქტებით არის გათვალისწინებული.Kutaisi 2017 1

            კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა აკად. ე. შაფაქიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ  დოქტ. ა. გიორგაძემ, აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, რ. მახარობლიძემ, ჯ. კაციტაძემ, ზ. ცქიტიშვილმა, ნ. ბაღათურიამ, თ. ყურაშვილმა, რ. ჯაბნიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივნებმა  დოქტორებმა მ. ბარვენაშვილმა და რ. ლოლიშვილმა.

         უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რექტორი პროფ. გ. ღავთაძე, რექტორის აპარატის უფროსი პროფესორი რ. კოპალიანი, აგრარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქ. კინწურაშვილი, აგრარული ფაკულტეტის დეპარტამენტის უფროსები, ფაკულტეტის თანამშრომელები და სტუდენტები-ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები.

           Kutaisi 2017 2 კონფერენცია მიესალმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გ. მარგველაშვილი.

            კონფერენცია წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1.         კონფერენციის გახსნა - პროფესორი გიგა ღავთაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

2.         პროფესორი როლანდ კოპალიანი -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, თემა: “სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულების ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტები”.

3.         აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი - აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “ნიადაგის ნაყოფიერების მართვა ორგანული და ინტენსიური მიწათმოქმედების პირობებში”.Kutaisi 2017 3

4.         აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე - აკადემიის აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “აგროსაინჟინრო სექტორის პრიორიტეტები თანამედროვე ეტაპზე”.

5.         აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი - აკადემიის სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;თემა: “სურსათის უვნებლობის ევროპული პრინციპები”.

7.         აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - თემა: “მეაბრეშუმეობის აღორძინების პერსპექტივები საქართველოში”;

8.         აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია  - აკადემიის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი;

თემა: “საქართველოს კვების მრეწველობის საექსპორტო პოტენციალი და მისი ამოქმედების ინოვაციური ტექნილოგიები”;

9.         აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი - თემა:  “საქართველოში გავრცელებული ცხოველთა ინფექციური      დაავადებები”.

10.       აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე - თემა: “იაპონიიდან ინტროდუცირებული მანდარინის საადრეო ჯიშების ზრდა-განვითარების თავისებურებანი აჭარაში”.

           Kutaisi 2017 4 კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის საველე ლაბორატორია, სადაც აგრარული ფაკულტეტის მეცნიერების მიერ აღდგენილია და სასელექციო მუშაობა მიმდინარეობს სუბტროპიკული კულტურების უნიკალურ ჯიშებზე.

            კონფერენციის დასასარულს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. გ. ღავთაძეს და რექტორის აპარატის უფროსს, პროფ. რ. კოპალიანს გადაეცათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის საიუბილეო სიგელები აგრარულ დარგში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

 

 

 

საიუბილეო გამსვლელი სამეცნიერო კონფერენცია აჭარაში

acad logo 60

      2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბათუმში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თამაზე: „აჭარის აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემები და მათი დაძლევის პერსპექტივები“.Achara XI 2017 1

            კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, რ. მახარობლიძემ, ე. შაფაქიძემ, თ. ყურაშვილმა, ვ. ცანავამ, გ. პაპუნიძემ და რ. ჯაბნიძემ, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. მერაბ ხალვაშმა, პრორექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფ. ნათელა წიკლაშვილმა, სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომელებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მაგისტრებმა და დოქტორანტებმა.

          Achara XI 2017 2  კონფერენციის პროგრამა შემდეგი იყო:

1.         კონფერენციის გახსნა - ავთანდილ მესხიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი;

2.         აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი; თემა: «საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 60 წლისაა“;

3.         პროფესორი მერაბ ხალვაში - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

4.         პროფესორი ზაურ ფუტკარაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი;

5.         ავთანდილ მესხიძე, ასმ მინისტრი - თემა: “აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის მიზნობრივი პროგრამები”;

6.         აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი (სსმმა) - თემა: “ნიადაგის ნაყოფიერების მართვა ორგანული და ინტენსიური მიწათმოქმედების პირობებში”.Achara XI 2017 3

7.         აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე (სსმმა) - თემა: “დეგრადირებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები”;

8.         აკადემიკოსი ვალერიან ცანავა (სსმმა) - თემა: “სუბტროპიკული კულტურების განოყიერების გადაუდებელი ამოცანები”;

9.         აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე (სსმმა) - თემა: “მეაბრეშუმეობის აღორძინების პერსპექტივები აჭარაში”;

10.       აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი (სსმმა) - თემა: “აჭარაში გავრცელებული ცხოველთა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები”;

11.       აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე (სსმმა) - თემა: “აჭარაში აგრარული კადრების მომზადებისა და დასაქმების შესახებ”

13.       აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე (სსმმა) - თემა: “აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები”

14.       ასოცირებული პროფესორი რომან მარგალიტაძე (ბშრსუ) - თემა: “სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები აჭარაში”

15.       ასოცირებული პროფესორი ავთანდილ მურვანიძე (ბშრსუ) _ თემა:  “აჭარის აგროცენოზში გავრცელებული მავნებლები და მათი მონიტორინგის შედეგები”

16.      დოქტორანტი თეონა ზოიძე (ბსსა) - თემა” სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები აჭარის სექტორში”;

17.       ს.ს. კოოპერატივ   Bეე Gეორგია-ს დირექტორი მანანა ბოლქვაძე - თემა: “მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივები აჭარაში”.Achara XI 2017 4

            კონფერენციის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებამ, უნივერსიტეტის პროფესორებმა  და სტუდენტებმა მომხსენებლებს მრავალი შეკითხვა დაუსვეს, იყო შინაარსიანი გამოსვლები, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებს ეხებოდა, დაისახა ახალი პროექტების განხორციელების რაციონალური და ეკონომიკურად გამართლებული გზები. გამომსვლელებმა მიულოცეს აკადემიას დაარსებიდან 60 წლისთავი და უსურვეს მის მთელ შემადგენლობას მრავალი წარმატებები აგრარული მიმართულების სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

         2017 წლის 25-27 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივები“. კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.kONFERENCIA 2017 1

საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციის მიზანი იყო ევროპის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს, მევენახეობა და მეღვინეობის არსებული მდგომარეობის განხილვა, პერსპექტივების განსაზღვრა, ბიზნესის განვითარების დარგის პარამეტრების შემუშავებისათვის რეკომენდაციების მომზადება,  ხოლო კონფერენციის  ამოცანას წარმოადგენდა - მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისათვის ევროპის ქვეყნების და მათ შორის საქართველოს სამომავლო პერსპექტივების ჩამოყალიბება, ევროპის და სხვა ქვეყნების  მეცნიერების მიერ დარგში   მიღწეული ინოვაციური ტექნოლოგიების განზოგადება და დარგის შემდგომი აღმავლობისათვის მეცნიერების და სხვა სპეციალისტების კვლევების და სამეცნიერო მიღწევების კუთხით ურთიერთგაცვლითი ღონისძიებების ჩატარების საფუძვლების მომზადება.

კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, იტალიის, რუმინეთის, ესპანეთის, სლოვაკეთის, უკრაინის და  მოლდოვის მეცნიერებმა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის დელეგაციას  ხელმძღვანელობდა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის და ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ბუნებათსარგებლობის  აკადემიების კავშირის პრეზიდენტი, პროფ. მიშელ ტაიბიერი, ხოლო რუმინეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუმინეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. გეორგ სინი.

Konferencia 2017 2კონფერენცია გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ. კონფერენციას მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გიორგი კვესიტაძე, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი, პროფ. მიშელ ტაიბიერი,  რუმინეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, პროფ, გეორგ სინი, უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკად. ვლადიმერ ხარება, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა,  მილანის (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი ფაბიო კუაგლინო,  სევილიის (ესპანეთი) უნივერსიტეტის პროფესორი რაფაელ ოსეტე რუბიო, ბრატისლავას (სლოვაკეთი) უნივერსიტეტის პროფესორი იოსეფ ტუროკი, ვ.ტაიროვის მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლუდმილა კონუპი (ოდესა, უკრაინა), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე.Konferencia 2017 3

კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 68 მოხსენება, მათ შორის 18 პლენარულ  სხდომაზე, რომელიც ეხებოდა ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის არსებულ მდგომარეობას, ამ დარგის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს და სამომავლო პერსპექტივებს,  დარგის გენოფონდის დაცვის ღონისძიებებს, ევროპის ქვეყნებში დარგის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად  და თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების  განხორციელების მიმართულებებს და ა.შ.

კონფერენციამ აღნიშნა, რომ  მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის ევროპული სამყარო გაეცნო ქართული მევენახეობის საწყისებს, ოჯახური მევენახეობა-მეღვინეობის თავისებურებებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ქართული ვაზის უმდიდრეს გენოფონდს, რომლის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს და იგი ხელს შეუწყობს მსოფლიო არენაზე მის დაცვას კანონიერების სრული მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ევროპული ღვინის საერთაშორისო ღონისძიების - საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ერთ-ერთი მეტად საჭირო, ეფექტური ღონისძიება და საშუალებაა ამ ეროვნული დარგის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზების თვალსაზრისითაც.

Konferencia 2017 4კონფერენციის ჩატარების შედეგად გაღრმავდა კავშირები იმ ქართველ და ევროპელ მეცნიერთა შორის, რომლებიც კონფერენციის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობენ და რის საფუძველზეც მოხდება აგრარიკოსი მეცნიერების, ფერმერების, მეღვინეებისა და სტუდენტების გაცვლითი სამუშაო მივლინებების პრაქტიკის ჩამოყალიბება; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობა ექნებათ რეალიზება გაუწიონ კონფერენციაზე გამოთქმულ საზღვარგარეთის მეცნიერების პრაქტიკულ წინადადებებს ფერმერულ მეურნეობებში და ღვინის წარმოების ინდუსტრიაში, რაც გულისხმობს აკადემიაში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განზოგადოებას მევენახეობის და მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების  განვითარების მიმართულებებით. კონფერენციის შემდგომ, აკადემიის ეგიდით ჩატარებული სემინარების, მრგვალი მაგიდების, მინდვრის დღეების, საწარმოო ექსკურსიების  და სხვა ღონისძიებების საშუალებით შესაძლებელია კონფერენციის შედეგების არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ ევროპის ქვეყნებში  საუკეთესო სააგიტაციო მუშაობის წარმართვა.

კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე მიღებული იქნა დეკლარაცია, რომელიც აღიარებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის მჭიდრო, საქმიანი კავშირების დამყარების დიდ მნიშვნელობას და სამეცნიერო ფორუმების სისტემატიური ჩატარების აუცილებლობას, ქვეყნების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით. მასში აღნიშნულია, რომ აუცილებელია -

ა) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეთა და სამეცნიერო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების შესამუშავებლად; ბ) მისასალმებელია დღევანდელი ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ერთსულოვანი სურვილი და მხარდაჭერა საქართველოში ზემოთაღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების განზოგადოების მიმართულებით;Konferencia 2017 5

გ) განსაკუთრებით დიდია ამ კატეგორიის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობა დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. იგი დიდად შეუწყობს ხელს საერთაშორისო არენაზე ქართული ღვინის ავტორიტეტის ამაღლებას, ღვინის ბაზრებზე შესვლას და დამკვიდრებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისათვის.

კონფერენციის პროგრამით განხორციელდა საწარმოო ექსკურსიები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაში, ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში, ნაფარეულის „ტყუპების მეღვინეობის კომპანიაში“ (გია და გელა გამტკიცულაშვილები) და ყვარელში კომპანია „მეღვინეობა ხარება“-ს მეღვინეობის ობიექტებზე.

კონფერენციის დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სამეცნიერო კონფერენცია აგროსაინჟინრო მიმართულების საკითხებზე

2017 წლის 03 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ  “მეცნიერებისა  და ინოვაციების ფესტივალი  2017”-ის აგრარული მეცნიერების დღის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინირენგის ფაკულტეტზე  ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ აგრარული სექტორის საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების სრულყოფა”. კონფერენციას ესწრებოდნენ სსმმ აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოსა გრარული უნივერსიტეტის თანამშრომელები.

კონფერენციას თავმჯდომარეობდა სსმმ აკადემიის პრეზიდენტი  აკად. გურამ ალექსიძე.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

1.         საქართველოს აგროსაინჟინრო სამსახურის დღევანდელი მდგომარეობა  და  მისი განვითარების პერსპექტივები.

მომხსენებელი - რევაზმახარობლიძეაკადემიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

2.         სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საიმედობის  გაზრდის რესურსდამზოგი  ინოვაციური ტექნოლოგიები.

მომხსენებელი ჯემალ კაციტაძე --აკადემიკოსი,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

3.         მეაბრეშუმეობის შრომატევადი პროცესების მექანიზაციის განვითარების პერსპექტივები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე.

მომხსენებელი ელგუჯა შაფაქიძე --აკადემიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

4.         პლასტიკურ მულჩზე ტრადიციული ტექნოლოგიით მარწყვის წარმოების შედარებითი ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი.

მომხსენებელი ოთარ ქარჩავა -- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.

5.         საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ტექნოლოგიების  დანერგვა  შპს   “მექანიზატორისმაგალითზე.

მომხსენებელი ზაზა მახარობლიძე -- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  შპს   “მექანიზატორი”.

6.         სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო  სამსახურის მიერ განხორციელებული  პროექტები და პერსპექტივები.

მომხსენებელი ნუგზარ ებანოიძე -- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორიპროფესორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. . ალექსიძემ, რომელმაც მაღალი ეფასება მისცა წარმოდგენილ მოხსენებებს და წამოაყენა წინადადება, რათა კონფერენციაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გადაეგზავნოს რეაგირებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.

Konf 3 10 17 1

 

Konf 3 10 17 2

კონფერენციის მუშაობის ამსახველი კადრები

 

  1. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აზერბაიჯანში
  2. მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017
  3. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თამაზ თურმანიძე - 85
  4. აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი - 80
  5. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი- 2017
  6. სტუმრები ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან
  7. საერთაშორისო თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თხილის მრეწველობის საკითხებზე
  8. საერთაშორისო სიმპოზიუმი „ევრაზიული ბიომრავალფეროვნება“
  9. მრგვალი მაგიდა - „განათლება-კვლევა-ინოვაციები“
  10. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის წარმატება ევროპის პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com